დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი | Allnews.Ge

დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი

ბელ­გი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია. ამ­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­დათ, ჯერ კი­დევ მა­რო­კოს­თან მატ­ჩამ­დე გახ­და ცნო­ბი­ლი. კე­ვინ დე ბრუ­ინ­მა გა­ნა­ცხა­და, - არ მჯე­რა, რომ 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს ბელ­გია მო­ი­გებ­სო.

“არა­ნა­ი­რი შან­სი არ არის, ჩვენ ძა­ლი­ან დავ­ბერ­დით. ვფიქ­რობ, შან­სი 2018 წელს გვქონ­და, კარ­გი გუნ­დი გვყავს, მაგ­რამ დღეს ის ბერ­დე­ბა. ბევ­რი კარ­გი, ახა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლიც მო­დის, მაგ­რამ ისი­ნი იმ დო­ნე­ზე არ არი­ან, რო­გორც გუნ­დის წევ­რე­ბი 2018 წელს იყ­ვნენ. თავს, რო­გორც აუთ­სა­ი­დერს, ისე ვუ­ყუ­რებ", - გა­ნა­ცხა­და მან.

რა თქმა, უნდა, რო­დე­საც გუნ­დის ლი­დე­რი მსგავს გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, მას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. თა­ნაც, ამ ამ­ბის შემ­დეგ, მა­რო­კომ ბელ­გია და­ა­მარ­ცხა და შან­სია, რომ ევ­რო­პე­ლე­ბი ჯგუ­ფი­დან ვერ გა­ვიდ­ნენ...

RTL-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, მატ­ჩის შემ­დეგ იან ვერ­ტონ­გენს, ედენ აზარ­სა და კე­ვინ დე ბრუ­ინს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ გაშ­ვე­ლე­ბა გუნ­დე­ლებს, მათ შო­რის, რო­მელ ლუ­კა­კოს მო­უ­წია.

0-main-belgium-world-cup-campaign-on-verge-of-imploding-after-players-turn-on-kevin-de-54039-1669788434.jpg

მა­ლე­ვე, RTL-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლე გა­ავ­რცე­ლეს - დე ბრუ­ინ­სა და კურ­ტუ­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი ჯერ კი­დევ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი წლე­ბია მო­ედ­ნის მიღ­მა ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან.

რა მოხ­და დე ბრუ­ინ­სა და კურ­ტუ­ას შო­რის?ბელ­გი­ის ნაკ­რე­ბის თა­მაშს თუ ნა­ხავ­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით 3-4 წლის წინ, იფიქ­რებ­დით, რომ გუნ­დე­ლე­ბი ისე არი­ან შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად გრძნო­ბენ, მათ შო­რის იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და თან­ხმო­ბა სუ­ფევ­სო.

თუმ­ცა კარ­გა ხა­ნია დე ბრუ­ინ­სა და კურ­ტუ­ას შო­რის დიდი კონ­ფლიქ­ტია. ეს ამ­ბა­ვი"სი­ტის“ ნა­ხე­ვარმცველ­მა წიგნ “Keep it Simple-ში“ ახ­სე­ნა. კე­ვი­ნი მოყ­ვა, რომ მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა კა­რო­ლი­ნა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მად­რიდ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც რო­მა­ნი გა­ა­ჩა­ღა ტიბო კურ­ტუ­ას­თან, რო­მე­ლიც მა­შინ მად­რი­დის "ატ­ლე­ტი­კო­ში“ თა­მა­შობ­და. განაგრძეთ კითხვა

myquiz