რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ჩინეთში ახალი კოვიდაფეთქების შემთხვევაში, ახალი და უფრო აგრესიული შტამები წარმოიშვას? | Allnews.Ge

რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ჩინეთში ახალი კოვიდაფეთქების შემთხვევაში, ახალი და უფრო აგრესიული შტამები წარმოიშვას?

მსოფ­ლი­ო­ში კო­ვიდ სტა­ტის­ტი­კა თით­ქმის უკვე დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა, კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაგ­ვა­ფიქ­რა. საქ­მე ის არის, რომ მთე­ლი პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩი­ნეთ­მა მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ქვეშ იცხოვ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, არ მო­ხერ­ხდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამის გამო არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ ჩი­ნეთ­ში კო­ვი­და­ფეთ­ქე­ბა მოხ­დეს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 1-2 შემ­თხვე­ვის გა­მოც კი, დიდ ქა­ლა­ქებ­ში მკაცრ კა­რან­ტინს აცხა­დებს. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ამ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა მო­ბეზ­რდა, სწო­რედ ამი­ტო­მაც მო­იც­ვა დიდი ქა­ლა­ქე­ბი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღამ. შე­გახ­სე­ნებთ, ჩი­ნეთ­ში კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა მას შე­დეგ და­ი­წყო, რაც ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბი­დან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო ხალ­ხი არ გა­მო­უშ­ვეს, რა­საც 10-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის სი ძი­პი­ნის გან­ცხა­დე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად არის გაზ­რდი­ლი.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ ჩი­ნეთ­ში მა­სობ­რივ აფეთ­ქე­ბას ახა­ლი შტა­მე­ბის წარ­მო­შო­ბა მოჰ­ყვეს, რაც მსოფ­ლი­ო­ში კვლავ გა­მო­იწ­ვევს კო­ვი­დის მა­სობ­რივ გავ­რცე­ლე­ბას.

ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ambebi.ge-თან ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ ისა­უბ­რა.

"ჩი­ნეთ­ში, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია უა­რეს­დე­ბა, ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩი­ნე­თის კო­ვი­დის მო­ნა­ცე­მე­ბი ობი­ექ­ტუ­რად არ ქვეყ­ნდე­ბა. ჩემი აზ­რით, ჯერ არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ კო­ვი­დის გლო­ბა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბა მოხ­დეს. ასე­ვე არც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მე­ბი. ძი­რი­თა­დად, ცირ­კუ­ლი­რებს ომიკ­რო­ნის ქვეშ­ტა­მი, რო­მე­ლიც კარ­გად ნაც­ნო­ბია მსოფ­ლი­ოს­თვის. მას ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს მძი­მე შე­დე­გე­ბის მო­ტა­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გლო­ბა­ლურ საფრ­თხე­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია და არ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ კო­ვიდ­მა მსოფ­ლი­ო­ში რა­ი­მე რყე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გო­რიც ეს 2 წლის წინ მოხ­და. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე თვა­ლი უნდა დავ­ხუ­ჭოთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ობი­ექ­ტუ­რად შე­ფას­დეს ჩი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz