"ჩემს შვილს ვასწავლი, რომ შრომა აუცილებელია" - როგორ ზრდის ბავშვს ირინა შეიკი? | Allnews.Ge

"ჩემს შვილს ვასწავლი, რომ შრომა აუცილებელია" - როგორ ზრდის ბავშვს ირინა შეიკი?

36 წლის ტოპმოდელი ირინა შეიკი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. კიდევ უფრო იშვიათად საუბრობს პირად საკითხებზე. თუმცა ჟურნალ V Magazine-ისთვის გამონაკლისი გააკეთა და გამოცემასთან საკმაოდ გულახდილი ინტერვიუს დროს ისაუბრა დედობაზე და ბავშვის აღზრდის პრინციპებზე.

ირინამ აღნიშნა, რომ ის და მისი ქალიშვილის მამა ბრედლი კუპერი თავიდანვე შეთანხმდნენ, უარი ეთქვათ ძიძის მომსახურებაზე და თავად ეზრუნათ ლეაზე."ძიძა არ გვყავს, ამიტომ ხანდახან, როცა მეგობრები მთავაზობენ სადმე წასვლას, წვეულებაზე ან კონცერტზე, თან დააყოლებენ ხოლმე: "ვიცით, ახლა ირინა იტყვის: ჩვენ ძიძა არ ვგყავს". ფიქრობენ, რომ ასე ვიძვრენ თავს სადმე წასვლის ვალდებულებისგან. მაგრამ ნამდვილად ასეა, ძიძა არ გვყავს".

irina-shayk-daughter-8-1669697696.webp

ირინას თქმით, დედობა ყველაზე მაგარი რამაა ამქვეყნად: "ვგრძნობ, რომ იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, ვიდრე შვილის მიმართ სიყვარული".

შეიკის თქმით, ადრე ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც ახლა ხდება მის ცხოვრებაში. ირინას კვლავ სუპერწარმატებული კარიერა აქვს ფეშენ-ბიზნესში და მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ხუთეულშია. განაგრძეთ კითხვა

myquiz