საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან | Allnews.Ge

საძილე აბები პურის ნაცვლად: ავღანეთში, შიმშილის გამო, ადგილობრივები ბავშვებსა და საკუთარ ორგანოებს ყიდიან

ზო­გი­ერ­თი ავ­ღა­ნე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლის­გან თა­ვის დრო­ე­ბით და­სახ­სნე­ლად, მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს სა­ძი­ლე აბე­ბი მის­ცეს, ზო­გიც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვი­ლებს ან ორ­გა­ნო­ებს ჰყი­დის, რათა ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს... მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თა­ლი­ბე­ბი მო­ვიდ­ნენ, უცხო­ე­თი­დან ქვე­ყა­ნას არა­ვინ ეხ­მა­რე­ბა. ზამ­თა­რი მო­დის, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს შიმ­ში­ლით ემუქ­რე­ბა.

"ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ტი­რი­ან და ვერ იძი­ნე­ბენ, საჭ­მე­ლი კი არ გვაქვს, - ამ­ბობს აბ­დულ ვა­ჰა­ბი, - იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, მივ­დი­ვართ აფ­თი­აქ­ში, აბებს ვყი­დუ­ლობთ და ბავ­შვებს ასე ვა­ძი­ნებთ".

აბ­დუ­ლი ქვეყ­ნის სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლაქ ჰე­რა­ტის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს, ათა­სო­ბით პა­ტა­რა ხის სახ­ლი­დან ერთ-ერ­თში. ეს და­სახ­ლე­ბე­ბი ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა და სავ­სეა ხალ­ხით, რომ­ლე­ბიც ომსა და სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს გა­ექ­ცნენ.

120628470-girl-1669373182.png

აბ­დულს და მის ირ­გვლივ შეკ­რე­ბილ ათამ­დე მა­მა­კაცს BBC - ის ჟურ­ნა­ლის­ტი ეკი­თხე­ბა, - მათ­გან ვის მი­უ­ცია ბავ­შვე­ბის­თვის და­სა­ძი­ნებ­ლად და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა? - "ბევ­რი, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი აძ­ლევს", - პა­სუ­ხო­ბენ ისი­ნი.

გუ­ლი­ამ ჰაზ­რატს ხელი ჯი­ბის­კენ მი­აქვს, სა­ი­და­ნაც აბე­ბის შეკ­ვრა ამო­აძ­ვრენს. ეს არის, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ინიშ­ნე­ბა ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის­თვის.

გუ­ლი­ამს ექ­ვსი შვი­ლი ჰყავს, მათ­გან უმ­ცრო­სი მხო­ლოდ ერთი წლი­საა. "მაგ­რამ მე მა­საც ამ აბებს ვაძ­ლევ", - ამ­ბობს ის.

4-45975-1669373197.jpg

პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცებს ჯი­ბე­ში აქვთ შე­ნა­ხუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დეპ­რე­სი­ი­სა და შფოთვის სამ­კურ­ნა­ლოდ.

ექი­მე­ბის თქმით, არას­რულ­ფა­სო­ვან­მა კვე­ბამ და ბავ­შვე­ბის­თვის წამ­ლის მი­ცე­მამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ღვიძ­ლი და გა­მო­იწ­ვი­ოს მრა­ვა­ლი სხვა პრობ­ლე­მა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ძი­ლის დარ­ღვე­ვე­ბი­თა და ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რივ აფ­თი­აქ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­მო­ა­ჩენს, რომ ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რე­ბის 5 აბი, 10 ავ­ღა­ნად (და­ახ­ლო­ე­ბით 10 აშშ ცენ­ტი) ღირს.

ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ხალ­ხი მხო­ლოდ პურ­ზე ცხოვ­რობს. ერ­თმა ქალი ამ­ბობს, რომ სა­უზ­მე­ზე მშრალ პურს მი­ირ­თმე­ვენ, სა­დი­ლად კი წყალ­ში ას­ვე­ლე­ბენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz