კაცობრიობა გლობალური შიმშილის ზღვარზე - პრობლემის დაძლევის მიზეზი შესაძლოა, მწერები გახდნენ | Allnews.Ge

კაცობრიობა გლობალური შიმშილის ზღვარზე - პრობლემის დაძლევის მიზეზი შესაძლოა, მწერები გახდნენ

პლანეტის მოსახლეობა მუდმივად იზრდება და სულ მალე, კაცობრიობას გამოსაკვებად ალტერნატივის ძებნა მოუწევს. ამის ფონზე სულ უფრო მეტი კომპანია აქცევს ყურადღებას მწერებს, რომლებშიც ცილები არანაკლები რაოდენობით არის, ვიდრე ხორცში ან თევზში. თუმცა, დიდი ალბათობით, ხალხი მათ მისართმევად მზად ჯერ ნამდვილად არ არის.

ყველას არ ეყოფა

უახლოეს მომავალში კაცობრიობის მთავარი გამოწვევა, გლობალური შიმშილის პრობლემის დაძლევაზე ზრუნვა გახდება. დღესდღეობით, დაახლოებით მილიონი ადამიანი უკვე ცხოვრობს საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტის პირობებში, ხოლო დაახლოებით სამ მილიონს ჯანსაღი კვების ფუფუნება არ აქვს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, უკანასკნელ სამ წელიწადში, მოშიმშილე ადამიანთა რიცხვი გაორმაგდა.

პანდემია, ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც კლიმატის ცვალებადობას იწვევს და შედეგად, 2021 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით გაფუჭებული ვენახი.

გასულ წელს, პროდუქტები 30%-ით გაძვირდა. ამ ყველაფერს უკრაინაში ომი ერთვის, რომლის გამოც მთელი რიგი პროდუქტების ფასი კვლავ იზრდება. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა იემენი, ეთიოპია, სირია და ავღანეთი, რომლებიც უკვე სასურსათო კრიზისში არიან, ეს სიტუაციის მნიშვნელოვან გაუარესებას ნიშნავს.

„წელს მსოფლიოში ყველასთვის საკმარისი საკვებია. მაგრამ ფერმერებს სასწრაფოდ სჭირდებათ სასუქზე წვდომა გონივრულ ფასად, რათა უზრუნველყონ საკმარისი საკვები მომავალ წელს“, - განაცხადა გუტერეშმა.

თუმცა, ამაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გეოპოლიტიკა, არამედ მთლიანობაში ადამიანური მოსახლეობის ზრდა. გაეროს პროგნოზით, საუკუნის შუა რიცხვებისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9,7 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება - ორი მილიარდით მეტი ვიდრე ახლა. უფრო მეტ ადამიანს დასჭირდება მეტი საკვები. იმ პირობით, რომ გასტრონომიული პრეფერენციები დიდად არ შეიცვლება, ჩვენ ვსაუბრობთ 500 მილიარდ ტონა ხორცზე წელიწადში. თუმცა, მეცხოველეობა უკიდურესად საზიანოა პლანეტისთვის: მასზე მოდის სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით 14,5 პროცენტი - მეტი, ვიდრე დედამიწაზე არსებული ყველა ტრანსპორტიდან. გარდა ამისა, ხორცისა და რძისთვის პირუტყვის მოშენება ამცირებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს: ზოგადად, პლანეტის მიწის მეოთხედი გამოიყენება საძოვრად.

ხორცის ალტერნატივის ძიებას შეუძლია ერთდროულად ორი პრობლემის გადაჭრა: საკვები და კლიმატი. ახლა ხელოვნური ხორცის ბაზარი აქტიურად იზრდება მთელს მსოფლიოში. ამ ინდუსტრიის გიგანტები არიან Impossible Foods და Beyond Meat. Euromonitor-ის შეფასებით, ხორცის შემცვლელების ბაზარი 2023 წლისთვის 2,5 მილიარდი დოლარი იქნება. ამ ტემპით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში ხორცის მეათედი ხელოვნური იქნება. Grand View Research-ის ანალიტიკოსები, თავის მხრივ, ვარაუდობენ , რომ 2022 წლიდან 2030 წლამდე ხელოვნური ხორცის მსოფლიო ბაზარი საშუალოდ 19,3 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის ის 25 მილიარდ დოლარს მიაღწევს. განაგრძეთ კითხვა

myquiz