30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპი დაიბადა - "ეს გამაოგნებელი ამბავია" | Allnews.Ge

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპი დაიბადა - "ეს გამაოგნებელი ამბავია"

აშშ-ში, ტე­ნე­სის შტატ­ში, 30 წელ­ზე მეტი ხნის წინ გა­ყი­ნუ­ლი ემ­ბრი­ო­ნე­ბი­დან ტყუ­პი ჩვი­ლი და­ი­ბა­და. ეს არის რე­კორ­დუ­ლად ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ნა­ხუ­ლი ამ­ბრი­ო­ნი­დან და­ბა­დე­ბის შემ­თხვე­ვა.

ისი­ნი 1992 წლის აპ­რი­ლი­დან, -128C-ზე თხე­ვად აზოტ­ში ინა­ხე­ბოდ­ნენ.

ტყუ­პი რე­ი­ჩელ რი­ჯვე­იმ გა­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც ოთხი ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­სა­ხუ­ლი შვი­ლი ჰყავს. ბავ­შვე­ბის მამა, ფი­ლიპ რი­ჯვეი კი გან­ცვიფ­რე­ბუ­ლია და სი­ტყვე­ბი არ ჰყოფ­ნის გან­ცდი­ლის გად­მო­სა­ცე­მად. ის ამ­ბობს, რომ ეს "გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო".

ფი­ლი­პი თა­ვის ტყუ­პებ­ზე ამ­ბობს: "5 წლის ვი­ყა­ვი, როცა ღმერ­თმა ლი­დი­ას და ტი­მო­თეს სი­ცო­ცხლე მის­ცა და მას შემ­დეგ ცო­ცხლობ­დნენ. ერთი მხრივ, ისი­ნი ჩვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლე­ბი გა­მო­დი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სე­ბი არი­ან. არის ამა­ში რა­ღაც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი",- ამ­ბობს ფი­ლიპ რი­ჯვეი CNN-თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე რე­კორდსმე­ნი მოლი გიბ­სო­ნი იყო, რო­მე­ლიც 27 წლით ადრე გა­ყი­ნუ­ლი ემ­ბრი­ო­ნი­დან 2020 წელს და­ი­ბა­და.

ცნო­ბის­თვის, ტყუ­პი ემ­ბრი­ო­ნე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის­თვის 1992 წელს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით შე­იქ­მნა. ემ­ბრი­ო­ნე­ბი 2007 წლამ­დე აშშ-ის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ინა­ხე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ემ­ბრი­ო­ნე­ბის მფლო­ბელ­მა წყვილ­მა ის ემ­ბრი­ო­ნის დო­ნა­ცი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრს (NEDC) გა­დას­ცა, რათა სხვა წყვილს შეს­ძლე­ბო­და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. უც­ნო­ბია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი.

NEDC-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი სხვებ­საც წა­ა­ხა­ლი­სებს, რომ "ემ­ბრი­ო­ნი იშ­ვი­ლონ."

myquiz