როგორია ვითარება ირანში, სადაც საპროტესტო ტალღა არ წყდება | Allnews.Ge

როგორია ვითარება ირანში, სადაც საპროტესტო ტალღა არ წყდება

სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცია ირან­ში გრძელ­დე­ბა", - ასე­თი სა­თა­უ­რე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა და­სავ­ლუ­რი მე­დია ირან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც ორ თვე­ზე მე­ტია არ წყდე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად, ან შე­სა­სუს­ტებ­ლად, აქ­ცი­ის ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ ირან­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ და­წყე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ონ­ლა­ინ კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა, "არ და­სა­ჯო სიკ­ვდი­ლით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­და­ი­ფიქ­რეს. ასე გა­და­ურ­ჩა სამი ახალ­გაზ­რდა სიკ­ვდი­ლით დას­ჯას.

skynews-iran-protests-tehran-5947181-1669013008.jpg

Amnesty International-ის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სას, 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­თი­შა ინ­ტერ­ნე­ტი, თუმ­ცა ამას მუხ­ტი ვერ შე­ა­სუს­ტა და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პრო­ტეს­ტის ახალ-ახა­ლი კერა იქ­მნე­ბა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას ად­გი­ლობ­რი­ვი მწე­რა­ლი, მშვი­დო­ბის დარ­გში, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ში­რინ ება­დი ამ­ბობს, რომ "ეს სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცი­აა. ირა­ნელ­მა ხალ­ხმა ამ პრო­ტეს­ტით აჩ­ვე­ნა, რომ ხალ­ხს არ უნდა ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა. ამის სა­ნაც­ვლოდ ირა­ნელ ხალ­ხს სურს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სე­კუ­ლა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. ხოლო დღეს, ირან­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლო­ზუნ­გის, "ქალი, სი­ცო­ცხლე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა, შე­უძ­ლია მხო­ლოდ სე­კუ­ლა­რულ და არა­რე­ლი­გი­ურ მმარ­თვე­ლო­ბას."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ირან­ში დე­მონ­სტრან­ტებ­მა ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის და­მა­არ­სებ­ლის, აია­თო­ლა ხო­მე­ი­ნის საგ­ვა­რე­უ­ლო სახლ-მუ­ზე­უ­მი დაწ­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ირა­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი, აი­თო­ლა ხო­მე­ი­ნიც, სწო­რედ ამ სახ­ლში და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი, მუ­ზე­უ­მად გა­და­ა­კე­თეს.

iran-protest-womens-rights-mc-220923-27e63b-1669013026.jpg

დე­მონ­სტრან­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სწო­რედ მისი (ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის და­მა­არ­სებ­ლის) შთა­გო­ნე­ბით, არას­დროს უს­მენ­და ხალ­ხს, თა­ვად კარ­ნა­ხობ­და ცხოვ­რე­ბის წე­სებს და ამ ყვე­ლა­ფერ­მა ქვე­ყა­ნა გა­უ­გო­ნარ დიქ­ტა­ტუ­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა. "რო­გორც იქნა, ხალ­ხმა, ახალ­გაზ­რდო­ბამ გა­მო­იღ­ვი­ძა, მათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბიც და­უდ­გნენ გვერ­დით და დიქ­ტა­ტუ­რის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტეს. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, თუ რო­გორ უკ­რავს ხალ­ხი ტაშს სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ირა­ნის სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი იქამ­დე არ შე­წყდე­ბა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოხ­დე­ბა", - ამ­ბო­ბენ დე­მონ­სტრან­ტე­ბი. იხილეთ სრულად

myquiz