"მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდით... არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და ხორცის ჩადება" - ლუკაშენკო McDonald’s-ის გასვლაზე | Allnews.Ge

"მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდით... არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და ხორცის ჩადება" - ლუკაშენკო McDonald’s-ის გასვლაზე

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ფერ­მე­რებს შეხ­ვდა და მათ­თან სა­უბ­რი­სას ქვეყ­ნის ბაზ­რი­დან "მაკ­დო­ნალდსის“ გას­ვლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

ლუ­კა­შენ­კომ თქვა, რომ "მაკ­დო­ნალდსის“ ად­გი­ლი ად­გი­ლობ­რივ­მა მე­წარ­მე­ებ­მა უნდა და­ი­კა­ვონ.

"ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­მა, შე­საძ­ლოა, შუ­ახ­ნის ადა­მი­ა­ნებ­მაც, შე­საძ­ლოა მო­ხუ­ცებ­მაც კი თქვან, აჰ - "მაკ­დო­ნალდსი მი­დის.“ მე კი ვფიქ­რობ ჩემ­თვის: "მად­ლო­ბა ღმერ­თს, კარ­გია, გავ­თა­ვი­სუფ­ლდით."

"მაკ­დო­ნალდსის" ად­გი­ლი უნდა და­ი­კა­ვონ ბე­ლა­რუ­სებ­მა, ჩვენ­მა ხალ­ხმა, ჩვენ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, ჩვენ­მა პრო­დუქტმა.

ბე­ლა­რუ­სე­ბო, თუ ვინ­მეს სჭირ­დე­ბა ის რა­საც "მაკ­დო­ნალდსი" აკე­თებს, მა­შინ ჩვენ თვი­თონ უნდა გა­ვა­კე­თოთ. არ მი­თხრათ, რომ არ ვი­ცით ფუნ­თუ­შის შუ­ა­ზე გაჭ­რა და ხორ­ცის, სა­ლა­თის ფოთ­ლი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ჩა­დე­ბა"- აცხადებს ის.

myquiz