ირანში მომიტინგეებმა აიათოლა ხომეინის სახლს ცეცხლი წაუკიდეს - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

ირანში მომიტინგეებმა აიათოლა ხომეინის სახლს ცეცხლი წაუკიდეს - რა ვიცით მომხდარზე?

ირანში აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის საგვარეულო სახლს ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში მდებარე შენობის ნაწილი დამწვარია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციას უარყოფენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სახლთან შეკრებილი ათობით ადამიანი ცეცხლის გაჩენას სიხარულით ხვდება.

khameni-1668839971.webp

მიუხედავად ამისა, ქალაქ ხომეინის ადმინისტრაციამ სააგენტო “Tasnim”-თან ხომეინის საგვარეულო სახლზე თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ ისტორიული სახლის კარი ვიზიტორებისთვის ღიაა. გავრცელებული ინფორმაციით, აიათოლა ხომეინი სწორედ ქალაქ ხომეინში მდებარე ამ სახლში დაიბადა.

ამჟამად კი ნაგებობა ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის ხსოვნის მუზეუმია.

myquiz