"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო" - როგორ აქციეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის არასრულწლოვანთა ციხე ჩვენი დროის საკონცენტრაციო ბანაკად | Allnews.Ge

"დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ის აქ იყო" - როგორ აქციეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის არასრულწლოვანთა ციხე ჩვენი დროის საკონცენტრაციო ბანაკად

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი 14 ნო­ემ­ბერს, ხერ­სო­ნის ოლ­ქის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე, პი­რა­დად ჩა­ვი­და რე­გი­ონ­ში. პრე­ზი­დენ­ტმა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში რუ­სე­თის არ­მი­ამ "ისე­თი­ვე სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნა, რო­გორც ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც შეს­ვლა შეძ­ლო“. ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნელ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს 400-ზე მეტი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი. The Washington Post-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხერ­სო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს ესა­უბრნენ, რომ­ლე­ბიც ყვე­ბი­ან, რა ხდე­ბო­და ქა­ლაქ­ში ოკუ­პა­ცი­ის დროს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ხერ­სონ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის წა­მე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან­თა ცი­ხეს იყე­ნებ­დნენ.

"დე­და­მი­წა­ზე ჯო­ჯო­ხე­თი თუ არ­სე­ბობს, ის აქ იყო“, - ასე აღ­წერს ამ ად­გილს ცი­ხის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მცხოვ­რე­ბი 48 წლის სერ­გეი.

screenshot-1-41351-1668695394.jpg

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხის ნაც­რის­ფერ 3-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, სა­ი­და­ნაც ხალ­ხი ტომ­რე­ბით გად­მოჰ­ყავ­დათ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი და ნა­ცე­მი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ზო­გიც კი სხვა ცი­ხე­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რა და­ე­მარ­თა ამ ადა­მი­ა­ნებს შემ­დეგ უც­ნო­ბია.

რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე აკა­ვებ­დნენ და­წყე­ბუ­ლი "არას­წო­რი“ სი­ტყვე­ბის გამო, მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მე იტყო­და "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ანს"... აკა­ვებ­დნენ ჩაც­მუ­ლო­ბის გამო ან თუ მათი ტატუ არ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ. "ისი­ნი იჭერ­დნენ ყვე­ლას, პარ­ტი­ზა­ნებს, აქ­ტი­ვის­ტებს, ნე­ბის­მი­ერს“, - ამ­ბობს ლა­რი­სა, ხერ­სო­ნი მკვიდ­რი.

მრევ­ლის თქმით, მღვდე­ლიც და­ა­კა­ვეს და ყი­რიმ­ში გაგ­ზავ­ნეს. და­ა­კა­ვეს ქა­ლა­ქის მე­რიც კი და დღემ­დე არა­ვინ იცის სად არის.

და­კა­ვე­ბე­ბის მას­შტა­ბის ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ხერ­სო­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სან­დრე სა­მო­ი­ლენ­კო მი­იჩ­ნევს, რომ ლა­პა­რა­კია ათა­სო­ბით პა­ტი­მარ­ზე.

"ყო­ველ­დღი­უ­რად წა­მე­ბის კა­მე­რებ­ში 600 ადა­მი­ა­ნი იყო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. ეს იყო კოშ­მა­რი...” სა­მო­ი­ლენ­კოს თქმით, ის ში­შობს, რომ ხერ­სო­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ერთ-ერთი იმ ქალ­ქთა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა ბუჩა, ირ­პე­ნი და იზი­უ­მი, სა­დაც ნა­პოვ­ნია რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. განაგრძეთ კითხვა

myquiz