ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს მეტროსადგურში ცეცხლი გაუხსნეს - რა კადრები ვრცელდება სოციალურ მედიაში? | Allnews.Ge

ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს მეტროსადგურში ცეცხლი გაუხსნეს - რა კადრები ვრცელდება სოციალურ მედიაში?

ირანის უსაფრთხოების ძალებმა თეირანის მეტროსადგურში მოქალაქეებს, საპროტესტო აქციის დროს, ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები გასასვლელისკენ გარბიან მას შემდეგ, რაც პოლიცია ცეცხლს ხსნის. ასევე, კადრებში ჩანს, როგორ სცემენ ქალებს, რომლებსაც თავსაბურავი არ უკეთიათ.

ირანში საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

საპროტესტო აქციები სამშაბათს გააქტიურდა, როდესაც ორგანიზატორებმა მოქალაქეებს 2019 წლის „სისხლიანი ნოემბრის“ მსხვერპლთა მოსაგონებლად 3-დღიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდეს. აქციებს, რომელიც 2019 წელს საწვავზე ფასების ზრდის გამო დაიწყო, ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

myquiz