რა მოხდა პოლონეთში და რა ვიცით იქ "რუსული რაკეტების" ჩამოვარდნის შესახებ - ამბის ქრონოლოგია | Allnews.Ge

რა მოხდა პოლონეთში და რა ვიცით იქ "რუსული რაკეტების" ჩამოვარდნის შესახებ - ამბის ქრონოლოგია

15 ნო­ემ­ბერს, პო­ლო­ნურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თან დარ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბით, იმის შე­სა­ხებ, რომ პო­ლო­ნე­თის სო­ფელ ფშე­ვო­დუვ­ში ორი რუ­სუ­ლი რა­კე­ტა ჩა­მო­ვარ­და. შე­დე­გად კი ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ფე­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა გaმო­ცე­მამ - The Associated Press. გა­მო­ცე­მა აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ცნო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბო­და, რომ ნატო-ს წევრ ქვე­ყა­ნა­ში ორი რუ­სუ­ლი რა­კე­ტა ჩა­მო­ვარ­და, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

სა­ვა­რა­უ­დო აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან პირ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც გავ­რცელ­და.

პო­ლო­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის სპი­კერ­მა პი­ოტრ მი­უ­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­დე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან "კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის" გან­სა­ხილ­ვე­ლად.

telemmglpict000316335403-trans-nvbqzqnjv4bq7t4eljyiy6irmfueky2dxa1vlvhkmtvb21dmmpqbfes-1668577484.webp

ამ­ბავს რუ­სუ­ლი მე­დია გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აშუ­ქებს

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ინ­ფორ­მა­ცია პო­ლო­ნეთ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მაც გა­ავ­რცე­ლეს, თუმ­ცა ისი­ნი წერ­დნენ, რომ პო­ლო­ნეთ­ში არა რუ­სუ­ლი, არა­მედ უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბი ჩა­მო­ვარ­და.

რას თქვეს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში?

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი “მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა”. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა “ტე­ლეგ­რამ­ში” ავ­რცე­ლებს.

"პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბულ პუნ­ქტ ფშე­ვო­დუვ­თან თით­ქოს­და “რუ­სუ­ლი” რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის.

პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის ძა­ლე­ბის მიერ არა­ნა­ი­რი დარ­ტყმე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის მიერ და­სახ­ლე­ბულ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნამ­სხვრე­ვებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ რუ­სე­თის ძა­ლებ­თან”, - წე­რია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რა თქვეს პენ­ტა­გონ­ში

"აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს არა აქვს რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­დნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია", - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გე­ნე­რალ­მა პატ­რიკ რა­ი­დერ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ვი­ცით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ის ცნო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია ამ ცნო­ბე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, მაგ­რამ, კი­დევ ერთხელ, მათ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბით და შე­ვის­წავ­ლით”, - გა­ნა­ცხა­და რა­ი­დერ­მა.მან აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ი გა­ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამავდრო­უ­ლად გე­ნე­რალ­მა სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რე­ბი არ გა­ა­კე­თა, კერ­ძოდ რა ფორ­მით აქვს ახლა აშშ-ს კონ­ტაქ­ტი პო­ლო­ნეთ­თან პო­ლო­ნურ სო­ფელ­ში აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვენ ამ ცნო­ბებს შე­ვის­წავ­ლით. არ მინ­და სპე­კუ­ლი­რე­ბა ან ჰი­პო­თე­ზე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ­მა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის მე-5 მუხ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე უარს არ ამ­ბობს. “რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში და მე-5 მუხ­ლის ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, ჩვენ მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ, რომ ნა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ის ყო­ველ სან­ტი­მეტრს და­ვი­ცავთ”, - დას­ძი­ნა რა­ი­დერ­მა.

ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი:

ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი: ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას. კონ­ტაქ­ტი გვაქვს ჩვენს პო­ლო­ნელ მე­გობ­რებ­თან და ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებ­თან.

ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მარკ რი­უ­ტე: ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას, ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის დად­გე­ნა, თუ რა მოხ­და ზუს­ტად.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­ტაქ­ტზეა პო­ლო­ნეთ­თან და აპი­რებს ისა­უბ­როს ამ სა­კი­თხზე G20-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი: შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხებს. ჩვენ ვდგა­ვართ პო­ლო­ნე­თის გვერ­დით. მე მაქვს კონ­ტაქ­ტი პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რებ­სა და სხვა მო­კავ­ში­რე­ებ­თან.

myquiz