10 პუნქტი მშვიდობისთვის - როგორია უკრაინული ფორმულა: რას წერს ზელენსკი?
"მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს - უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამში“ წერს.
მისი თქმით, "დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისას ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ წინადადებები წარადგინა.
"წარმოვადგინე წინადადებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ - კონკრეტული და გულწრფელი. უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები“, - აცხადებს ზელენსკი, რომელიც მშვიდობის უკრაინულ ფორმულის დეტალებს აქვეყნებს.
"უკრაინის წინადადებები ასეთია :
1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;
2. სურსათის უვნებლობა;
3. ენერგეტიკული უსაფრთხოება;
4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება;
5. გაერო-ს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
7. სამართლიანობის აღდგენა;
8. ანტი-ეკოციდი;
9. ესკალაციის პრევენცია;
10. ომის დასრულების დაფიქსირება“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმითმ უკრაინა "მინსკი 3-ს“ არ დაუშვებს.
"ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. არ იქნება "მინსკი-3“, რომელსაც რუსეთი შეთანხმებისთანავე დაარღვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.