სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული დაკავებულია - რა განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა? | Allnews.Ge

სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული დაკავებულია - რა განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა?

თურ­ქე­თის შს მი­ნის­ტრი - პირი, რო­მელ­მაც სტამ­ბო­ლის ცენ­ტრში აფეთ­ქე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, და­კა­ვე­ბუ­ლია პირი, რო­მელ­მაც სტამ­ბო­ლის ცენ­ტრში, ის­ტაკ­ლა­ლის ქუ­ჩა­ზე აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია, და­კა­ვე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუს გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ი­დან, აინ ალ-არა­ბი­დან მო­ვი­და, სა­დაც ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის სი­რი­ის შტა­ბ­ბი­ნა მდე­ბა­რე­ობს. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქე­თი ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვის მტკი­ცე და კა­ნო­ნი­ერ ომს გა­აგ­რძე­ლებს.

"ჩვენ სა­მა­გი­ე­როს გა­და­ვუხ­დით მათ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ამ სა­ზა­რელ ტე­რაქ­ტზე“, - დას­ძი­ნა მან.

სო­ი­ლუმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად რვა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 81 და­შავ­და. 50 და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს, ხუთი კი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ორი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 8 ადა­მი­ა­ნი. აფეთ­ქე­ბა სტამ­ბო­ლის ცენ­ტრში გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შემ­თხვე­ვა ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას და­უ­კავ­ში­რა. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ თავ­დამ­სხმე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ქა­ლია.

myquiz