"აქ არც წყალია, არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობაა ეიფორიული... ჩვენ არ ვართ მონები, ჩვენ უკრაინელები ვართ" - CNN ქალაქ ხერსონიდან ემოციურ კადრებს ავრცელებს | Allnews.Ge

"აქ არც წყალია, არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობაა ეიფორიული... ჩვენ არ ვართ მონები, ჩვენ უკრაინელები ვართ" - CNN ქალაქ ხერსონიდან ემოციურ კადრებს ავრცელებს

რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხერ­სო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი რუ­სე­თის სას­ტი­კი ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ პა­რას­კევს, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ ქა­ლაქ­ში და რუ­სულ­მა ჯა­რებ­მა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ და­ი­ხი­ეს, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ი იუ­წყე­ბა, რომ­ლის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი დე­ო­კუ­პი­რე­ბულ ხერ­სონ­ში ჩა­ვი­და.

ხერ­სო­ნი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კო­რეს­პონ­დენ­ტი აცხა­დებს, რომ "მო­სახ­ლე­ო­ბას არც წყა­ლი აქვს, არც ინ­ტერ­ნე­ტი და არც ელექტრო­ე­ნერ­გია, მაგ­რამ გან­წყო­ბა ეი­ფო­რი­უ­ლია".

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სი­უ­ჟეტ­ში ჩანს ხერ­სო­ნის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მღე­რი­ან სა­ხელ­მწი­ფო ჰიმნს, ის­მის შე­ძა­ხი­ლე­ბი "სლა­ვა უკ­რა­ი­ნი!" (დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას).

12ukraine-ledeall-02-articlelarge-1668329690.webp

”ჩვენ თავს თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობთ, არ ვართ მო­ნე­ბი, ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვართ. გვე­ში­ნო­და რუ­სუ­ლი არ­მი­ის, ჯა­რის­კა­ცე­ბის, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბო­და შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ ჩვენს სახ­ლში, უბ­რა­ლოდ აღებ­დნენ კარს, თით­ქოს აქ ცხოვ­რობ­დნენ და იპა­რავ­დნენ, იტა­ცებ­დნენ, აწა­მებ­დნენ“, - გა­ნუ­ცხა­და CNN-ს ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ.

ხერ­სო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რო­დე­საც ომის და­სა­წყის­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ხერ­სონ­ში შე­ვიდ­ნენ და ქა­ლა­ქი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ცდი­ლობ­და, ხალ­ხი წა­იყ­ვა­ნეს, აწა­მეს, ბევ­რი გა­უ­ჩი­ნარ­და.

02990000-0aff-0242-d87f-08dac4d38e4c-w408-r1-s-1668329703.webp

"აქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. უბ­რა­ლოდ, ჯერ კი­დევ არ ვი­ცით", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ოკუ­პა­ცი­ის პე­რი­ოდ­ზე სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, ქა­ლაქ ხერ­სონ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი გუ­შინ შე­ვიდ­ნენ.

myquiz