ნევადაში გამარჯვებით „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს - როგორია აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები? | Allnews.Ge

ნევადაში გამარჯვებით „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს - როგორია აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები?

ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. როგორც სააგენტო „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა, რომელსაც მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა.

„მადლობა, ნევადა!“- დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მასტომ.

„დემოკრატების“ კანდიდატმა ხმების 48,7% მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამ ლაქსალტმა კი 48,2%.

კამბოჯაში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ძალიან კმაყოფილია" არჩევნების შედეგებით.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ფოკუსირებულები.

myquiz