"პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა" - რა მნიშვნელობა აქვს და რა შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას? | Allnews.Ge

"პუტინის მიერ დაწყებული დაპყრობითი ოპერაცია უკრაინაში, ფაქტობრივად, ჩაფლავდა" - რა მნიშვნელობა აქვს და რა შეიძლება მოჰყვეს ხერსონის გათავისუფლებას?

9 ნო­ემ­ბერს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სერ­გეი შო­ი­გუმ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის ჯა­რე­ბის მიერ ქა­ლაქ ხერ­სო­ნის და­ტო­ვე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ხა­ზის მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც წინ უძღო­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სარ­დლის, გე­ნე­რალ სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნის მოხ­სე­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ ხერ­სო­ნის შემ­დგო­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ას და ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას კა­ტას­ტრო­ფით ემუქ­რე­ბო­და.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან კა­ხოვ­კის კაშხლის მძლავ­რი სა­რა­კე­ტო და­ბომბვის შემ­თხვე­ვა­ში და თუ კი­ე­ვის რე­ჟი­მი გაზ­რდი­და წყალ­სა­ცა­ვი­დან წყლის გაშ­ვე­ბას, ამას შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია წყლის მძლავ­რი ნა­კა­დით ფარ­თო ტე­რი­ტო­რი­ის დატ­ბორ­ვა. ეს და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და ხერ­სო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას და გა­მო­იწ­ვევ­და ჩვე­ნი ჯა­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის სრულ იზო­ლა­ცი­ას დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე უფრო მი­ზან­შე­წო­ნილ ვა­რი­ანტს წარ­მო­ად­გენს თავ­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე“, - უპა­ტა­კა გე­ნე­რალ­მა სუ­რო­ვი­კინ­მა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, რო­მელ­მაც რუს სარ­დალს ხერ­სო­ნის სას­წრა­ფოდ და­ტო­ვე­ბა უბ­რძა­ნა.

shoigu1-34684-1668155064.jpg

ამ­გვა­რად, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მძლავ­რი კონ­ტრშე­ტე­ვის შე­დე­გად, რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა და­ტო­ვოს მის მიერ 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ოლ­ქო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, უკა­ნო­ნო რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად, თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ა­ცხა­და.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ხერ­სო­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში გარ­და­ტე­ხა და­ი­წყო, ამ კი­თხვებ­ზე ambebi.ge - ს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ერ­თგვარ მო­უ­ლოდ­ნელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, ანუ ხერ­სო­ნის ოლ­ქი­დან გას­ვლას აქვს რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ამას თა­ვი­სი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი იქ­ცე­ვი­ან სწო­რად იმ გა­გე­ბით, რომ ბოლო 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მო­ე­შა­ლათ ლო­ჯის­ტი­კა - იგუ­ლის­ხმე­ბა 25 ათას­ზე მეტი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის მო­მა­რა­გე­ბა), შე­დე­გად კი რუ­სე­თის არ­მია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ხერ­სო­ნი, ანუ მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან მარ­ცხე­ნა­ზე გა­და­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა. განაგრძეთ კითხვა

myquiz