ჩეხეთის პრეზიდენტის სპიკერმა ჯერ შეიფარა, ხოლო შემდეგ ცოლად შეირთო უკრაინიდან დევნილი ქალი - ომი და სიყვარულის ამბავი
ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის სპიკერის, 43 წლის ჟირჟი ოვჩაჩეკის ქორწინება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მედიის ცნობით, ოვჩაჩეკი უკრაინელ ლტოლვილ ქალზე დაქორწინდა.
წყვილმა წმინდა მარიამის ეკლესიაში 4 ნოემბერს დაიწერა ჯვარი.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტის სპიკერმა, ჩეხეთში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების შესაფარებლად ბინა იქირავა. მისი პირველი სტუმარი კი მომავალი მეუღლე აღმოჩნდა, რომელიც ჩეხეთში მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ჩავიდა.
ოვჩაჩეკის ნაქირავებ ბინაში უკრაინელი ქალისა და მისი პატარა შვილის დაბინავებიდან მალევე, ოვჩაჩეკსა და ქალს შორის რომანი გაჩაღდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, წყაროს თქმით, თავისი სპიკერის ქორწილს არ დასწრებია, მაგრამ განაცხადა, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო და თავისი კოლეგა დალოცა.
ambebi.ge