ფორს-მაჟორი უკრაინის ელექტრომომარაგებაში: ოკუპანტების მოწყობილი "ენერგეტიკული გენოციდი" და ჩაბნელებული კიევი | Allnews.Ge

ფორს-მაჟორი უკრაინის ელექტრომომარაგებაში: ოკუპანტების მოწყობილი "ენერგეტიკული გენოციდი" და ჩაბნელებული კიევი

"უკ­რენ­რე­გომ" 6 ნო­ემ­ბერს გა­აფრ­თხი­ლა უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ 7 ნო­ემ­ბრის დი­ლი­დან 30%-ით შემ­ცირ­დე­ბო­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა კი­ევ­ში და ასე­ვე ჩერ­ნი­გო­ვის, ჩერ­კა­სის, ჟი­ტო­მი­რის, სუ­მის, ხარ­კო­ვის და პოლ­ტა­ვის ოლ­ქებ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დე­და­ქა­ლაქ­სა და ამ ოლ­ქე­ბის ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზი­ან­და ოკუ­პან­ტი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მიერ 10, 11, 17 და 22 ოქ­ტომ­ბერს და 2 ნო­ემ­ბერს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად.

ენერ­გო­სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის გამო, ქვე­ყა­ნა­ში ოქ­ტომ­ბრი­დან მოქ­მე­დებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბის გრა­ფი­კი.

"უკ­რე­ნერ­გოს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, 7 ნო­ემ­ბრის 06:00 სა­ა­თი­დან დღის ბო­ლომ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის სა­ა­თობ­რივ გრა­ფიკ­თან ერ­თად, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ე.წ. ავა­რი­უ­ლი გა­თიშ­ვაც, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ დე­ფი­ცი­ტი და მა­ღალ­ვოლ­ტი­ა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­დატ­ვირ­თვა.

კერ­ძო ენერ­გო­კომ­პა­ნია YASNO-ს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს, კი­ე­ვის ენერ­გოქ­სელ­ში გრა­ფი­კით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ­ზე 32%-ით მეტი დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა, რაც უკვე ფორს-მა­ჟო­რია.

3250-1667806075.webp

კი­ე­ვის მერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, უა­რე­სის­თვის მო­ემ­ზა­დონ.

მისი თქმით, თუ რუ­სე­თი გა­აგ­რძე­ლებს იე­რი­შებს უკ­რა­ი­ნის ენერ­გო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე, ისი­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, წყლის ან გათ­ბო­ბის უქონ­ლო­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დონ.

"ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ ამის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად. მაგ­რამ გულ­წრფე­ლად, რომ გი­თხრათ ჩვე­ნი მტრე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ქა­ლა­ქი გათ­ბო­ბის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს. ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ზო­გა­დად, ჩვენ ყვე­ლა­ნი და­ვი­ხო­ცოთ. ქვეყ­ნი­სა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­მა­ვა­ლი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად მზად ვართ სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კლი­ჩკომ.

The New York Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სრუ­ლი გა­თიშ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, კი­ე­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დე­და­ქა­ლა­ქის 3 მი­ლი­ო­ნი მცხოვ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის და­გეგ­მვა და­ი­წყო.

გა­სულ ღა­მეს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სად­მი ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ 6 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს მდგო­მა­რე­ო­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე იყო 4.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი კი­ევ­ში და კი­ე­ვის ოლ­ქში. ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა სცე­ნარს და შე­სა­ბა­მის ქმე­დე­ბებს ამ­ზა­დებს.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ვე­ლი მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში “ენერ­გე­ტი­კუ­ლი გე­ნო­ცი­დის“ ჩა­დე­ნას ცდი­ლობს.

ამის შე­სა­ხებ პო­დო­ლი­აკ­მა "ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა იდ­გე­ბა.

“მო­დით ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი: რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ცდი­ლობს "ენერ­გე­ტი­კუ­ლი გე­ნო­ცი­დის" ჩა­დე­ნას, მაგ­რამ კი­ე­ვი და უკ­რა­ი­ნა იდ­გე­ბა. მარ­ტი­ვი დაც­ვის გეგ­მა: სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა, მოხ­მა­რე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია. სა­ხელ­მწი­ფო ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს. ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ გა­მო­სა­ვალ­ზე“, - წერს პო­დო­ლი­ა­კი.