ქანიე უესტის "30-დღიანი წმენდა" - რატომ ამბობს უარს საუბარზე, სექსზე, ფილმების ნახვასა და ალკოჰოლზე რეპერი? | Allnews.Ge

ქანიე უესტის "30-დღიანი წმენდა" - რატომ ამბობს უარს საუბარზე, სექსზე, ფილმების ნახვასა და ალკოჰოლზე რეპერი?

ქა­ნიე უეს­ტმა კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რე­პე­რი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს ამ­ბობს ლა­პა­რაკ­ზე, სექსზე, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა­სა და ალ­კოჰოლ­ზე და რო­გორც ამ­ბობს, "სი­ტყვი­ერ მარ­ხვას" იწყებს.

45 წლის ქა­ნი­ემ Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის "30-დღი­ა­ნი წმენ­დის" ფარ­გლებ­ში, არა­ვის­თან ისა­უბ­რებს.

"მე ვი­წყებ 30-დღი­ან წმენ­დას, ეს სი­ტყვი­ე­რი მარ­ხვაა. არა სა­უ­ბარს, არა ალ­კოჰოლს, არა კი­ნოს, არა­ნა­ი­რი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. ღმერ­თს ვა­დი­დებთ. ამინ. მაგ­რამ ჩემი Twitter მა­ინც ან­თია...", - და­წე­რა რე­პერ­მა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ქა­ნიე უეს­ტი სკან­და­ლებ­ში ხში­რად ეხ­ვე­ვა. გა­სულ თვე­ში მას "ტვი­ტე­რის" ან­გა­რი­ში გა­ა­უქ­მეს, რად­გან ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მაგ­რამ Twitter-ის ახალ­მა მფლო­ბელ­მა ილონ მასკმა გა­სულ კვი­რას ვარ­სკვლა­ვის ან­გა­რი­ში აღად­გი­ნა.

ქა­ნი­ეს ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ კიმ კარ­და­ში­ან­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა უეს­ტის ან­ტი­სე­მი­ტუ­რი მე­სი­ჯე­ბის მი­მართ. კი­მის თქმით, სი­ძულ­ვი­ლის ენა "არას­დროს არის კარ­გი", ან "მი­სა­ტე­ვე­ბე­ლი."

"მე მხარს ვუ­ჭერ ებ­რა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მო­ვუ­წო­დებ ქა­ნი­ეს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს მათ მი­მართ სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბა და სი­ძულ­ვი­ლის ენით სა­უ­ბა­რი“, - და­წე­რა კიმ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე“.

სკან­და­ლე­ბის შემ­დეგ, უკვე ორი კვი­რაა, რაც რე­პე­რი მი­ლი­არ­დე­რო­ბას და­ემ­შვი­დო­ბა. მას­თან თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა კონ­ტრაქ­ტი. შე­დე­გად კი უკვე მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუ­სი და­კარ­გა. მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში ის მას შემ­დეგ აღარ არის, რაც სპორ­ტულ­მა კომ­პა­ნია Adidas-მა რე­პერ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­წყვი­ტა. ქა­ნიე და Adidas-ი 2013 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან გა­რი­გე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი 1,5 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და. ახლა კი, Adidas-ის გა­რე­შე, Forbes-ის მი­ხედ­ვით, ქა­ნი­ეს ქო­ნე­ბა 400 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ქა­ნი­ეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვეს Vogue-მ, Gap-მა და Balenciaga-მ.. 45 წლის უეს­ტი თვის და­სა­წყის­ში Drink Champs-ის პოდ­კას­ტში სტუმ­რო­ბი­სას ამ­ტკი­ცებ­და, რომ შე­უძ­ლია თქვას ნე­ბის­მი­ე­რი რამ, მათ შო­რის, გა­ა­კე­თოს ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ მას­თან კონ­ტრაქტს არა­ვინ გა­წყვეტს.

myquiz