პერუში 70 - მდე უცხოელი ტურისტი მძევლად აიყვანეს - გამტაცებლები მდინარეში ნავთის ჩაღვრას აპროტესტებენ | Allnews.Ge

პერუში 70 - მდე უცხოელი ტურისტი მძევლად აიყვანეს - გამტაცებლები მდინარეში ნავთის ჩაღვრას აპროტესტებენ

პე­რუს რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა იუ­წყე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯგუფ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნა სა­სე­ირ­ნო ნა­ვე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მგზავ­რი. ამ ნა­ვე­ბით ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

პე­რუს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო RPP Noticias-ის ცნო­ბით, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ლო­რე­ტოს პრო­ვინ­ცი­ის ურა­რი­ნას რე­გი­ო­ნის ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ასე ცდი­ლობ­დნენ მდი­ნა­რე­ში ნავ­თო­ბის ჩაღ­ვრის პრობ­ლე­მის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბის ფონ­ზე.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლია 70- მდე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, აშშ-დან, საფ­რან­გე­თი­დან და შვე­ი­ცა­რი­ი­დან - და შე­საძ­ლოა სხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მძე­ვალ­თა შო­რის სულ ცოტა, ერთი ჩვი­ლი და ერთი ორ­სუ­ლი ქა­ლია.

პრო­ტეს­ტან­ტი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ადრე, მილ­სა­დე­ნი­დან მდი­ნა­რე კუ­ნი­ნი­კო­შო ნავ­თის ჩაღ­ვრის შე­დე­გად, ქალი და 2 ბავ­შვი და­ი­ღუპ­ნენ.

05642b62b775-77528-1667630682.jpg

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი

აქ­ტი­ვის­ტებ­მა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ აპი­რე­ბენ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სულ ცოტა, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აპი­რე­ბენ. მოვ­ლე­ნე­ბის ზო­ნა­ში გაგ­ზავ­ნეს პე­რუს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბას.

"რაც მალე გა­ი­გე­ბენ, მით უფრო მალე გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ", - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთ-ერთი მძე­ვა­ლი. მისი თქმით, კარ­გად არი­ან და საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.