მშვიდობიანი ეპოქის დასაწყისი ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ? - რა სცენარს ვარაუდობენ სომხეთში სოჭის შეხვედრის შემდეგ | Allnews.Ge

მშვიდობიანი ეპოქის დასაწყისი ყარაბაღის დათმობის სანაცვლოდ? - რა სცენარს ვარაუდობენ სომხეთში სოჭის შეხვედრის შემდეგ

მოს­კო­ვის­თვის სომ­ხე­თის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მელ­საც უფრო თხოვ­ნის ფორ­მა ჰქონ­და, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში რუსი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, უარი მოჰ­ყვა... მაშ რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და რუ­სე­თი?! - ეს არის კი­თხვა, რომ­ლის გარ­შე­მოც სომ­ხეთ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბის მო­ლო­დი­ნი და მსჯე­ლო­ბა არ წყდე­ბა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა, სოჭ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის, ხელი მო­ა­წე­როს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის გან­თავ­სე­ბის ვა­დის 15-20 წლით გა­ხან­გრძლი­ვე­ბის დო­კუ­მენტს."ვთა­ვა­ზობ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბა წა­მო­ა­ყე­ნოს. თუ სა­ჭი­როა, თა­ვად წა­მო­ვა­ყე­ნებ, მან კი, მხა­რი და­მი­ჭი­როს. მხო­ლოდ მე ვერ გა­დავ­წყვეტ ამ სა­კითხს" - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

სა­უ­ბა­რია, რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც 2000-მდე სამ­ხედ­როს მო­ი­ცავს. მათ მი­მართ ბოლო ხა­ნებ­ში, სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იზ­რდე­ბა. რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი მთი­ან ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ, 2020 წელს, 9 ნო­ემ­ბრის სამმხრი­ვი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 5-წლი­ა­ნი ვა­დით გა­ნა­თავ­სეს.

31 ოქ­ტომ­ბერს ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სოჭ­ში, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­სა და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შეხ­ვდა, სა­დაც მშვი­დო­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ, აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია მხა­რე­ებს შო­რის ორი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე, რაც სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეჭვს იწ­ვევს - ხომ არ მო­უ­წევს ქვე­ყა­ნას მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის დათ­მო­ბა მშვი­დო­ბის სა­ნაც­ვლოდ... სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ე­წე­რე­ბა.

"რას ელო­დე­ბა სო­მე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­გან, ეს სწო­რედ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ირ­კვე­ვა. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში, ხელი მშვი­დო­ბი­ა­ნი ეპო­ქის და­წყე­ბის დო­კუ­მენტს მო­ე­წე­რე­ბა, რი­თაც სომ­ხე­თი სა­ბო­ლო­ოდ იტყვის უარს ყა­რა­ბაღ­ზე. რე­გი­ო­ნის სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ იქ­ნე­ბა სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე და და­ფი­ნან­სე­ბა­საც ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. სომ­ხეთს რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა" - ვა­რა­უ­დობს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი გუნ­დი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას აკ­ვირ­დე­ბი­ან, რის შემ­დე­გაც ყა­რა­ბა­ღის თე­მის და­ხურ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად (რაც შე­საძ­ლოა, რე­გი­ო­ნის რა­ღაც ნა­წილ­ზე უა­რის თქმას გუ­ლის­ხმობ­დეს), ეკო­ნო­მი­კურ სი­კე­თე­ებ­ზე, ევ­რო­პის­კენ გზის გახ­სნა­სა და რუ­სე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე და­ი­წყებს სა­უ­ბარს. მას შემ­დეგ, რაც სომ­ხე­თი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ზე კონ­ტროლს და­კარ­გავს, რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ფუნ­ქცია იკარ­გე­ბა...

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გი რუ­ბენ მეჰ­რა­ბი­ა­ნი 1in.am-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამე­რი­კის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, ეჭვს არ იწ­ვევს.

"მა­რია ზა­ხა­რო­ვას ის­ტე­რი­კუ­ლი სიზ­მრე­ბი არ ახდა, თუმ­ცა ნედ პრა­ი­სის გან­ცხა­დე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ სო­ჭის შეხ­ვედ­რა არ ჩა­ი­შა­ლა, რო­გორც ეს რუ­სულ მხა­რეს სურ­და. პრო­ცე­სი ამე­რი­კის სპონ­სო­რო­ბით, ბრი­უ­სე­ლი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გრძელ­დე­ბა და ისი­ნი ყვე­ლა სა­კი­თხის საქ­მის კურ­სში იქ­ნე­ბი­ან... რაც შე­ე­ხე­ბა, დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რას სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ვინ აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მხა­რე­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ პი­რო­ბებს წლის ბო­ლომ­დე წარ­მო­ად­გე­ნენ.

ჩვენ ვნა­ხეთ რუ­სე­თის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი წნე­ხი, რაც სომ­ხე­თის­თვის არ­ცა­ხის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის) რა­ი­ო­ნის ჩახ­სნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მაგ­რამ უამ­რა­ვი ინ­ტრი­გის, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­მო­უ­ვი­დათ. ისი­ნი სომ­ხე­თის­გან რუ­სულ ვა­რი­ანტზე და­თან­ხმე­ბას ითხოვ­დნენ... იმა­ზეც, რაც სომ­ხუ­რი მხა­რე თა­ნახ­მა იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი უარს ამ­ბობ­და და პი­რი­ქით, რა­ზეც ჩვენ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით, ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისევ და ისევ მხა­რე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა და დრო­ის გა­წელ­ვა იყო, რაც კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას ნიშ­ნავს..." - მი­აჩ­ნია პო­ლი­ტო­ლოგს.

იხილეთ სრულად

myquiz