უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში, სა­დაც ქა­ლაქ მორ­ბი­ში, მდი­ნა­რე მა­ჩე­ხუ­ზე გა­დე­ბუ­ლი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა 230-მეტ­რი­ა­ნი ხიდი ჩა­ინ­გრა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 141-მდე გა­ი­ზარ­და. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის, 170 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ბევ­რი ბავ­შვი­ცაა, რომ­ლე­ბიც, მშობ­ლებ­თან ერ­თად, ერთ-ერთ მთა­ვარ ინ­დუ­სურ დღე­სას­წა­ულს - დი­ვა­ლის აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

756671929843535-39096-1667204028.jpg

ხიდი 30 ოქ­ტომ­ბერს სა­ღა­მოს ჩა­ინ­გრა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ -26 ოქ­ტომ­ბერს კი, ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, სა­ზე­ი­მოდ გახ­სნეს.

30 ოქ­ტომ­ბერს, ხიდ­ზე და მიმ­დე­ბა­რედ დღე­სას­წა­უ­ლის სა­ზე­ი­მოდ 500-მდე ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. სიმ­ძი­მის­გან ბა­გი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხიდი ეკი­და, გა­წყდა. თვითმხილ­ველ­თა გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­გორ ეჭი­დე­ბი­ან ბა­გი­რებ­სა და ხი­დის გა­დარ­ჩე­ნილ ნა­წი­ლებს და ასე ცდი­ლო­ბენ გა­დარ­ჩე­ნას, მაშ­ვე­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნამ­დე.

მდი­ნა­რე მა­ჩე­ხუს და­კი­დე­ბუ­ლი ხიდი მი­იჩ­ნე­ო­და მნიშ­ვნე­ლო­ვან ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად. ის აა­შე­ნეს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში.