ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა მიიტანეს, მთელ ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რას წერს უკრაინული მედია? | Allnews.Ge

ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა მიიტანეს, მთელ ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რას წერს უკრაინული მედია?

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სი­ურ სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­ბი ზა­პო­რო­ჟი­ე­ში კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექტს და­ესხნენ თავს, რა­კე­ტე­ბით იბომ­ბე­ბა ვი­ნი­ცაც.

რო­გორც "უნი­ა­ნი" წერს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის კი­ევ­სა და ხარ­კოვ­ში. კი­ე­ვის მერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ მტე­რი ახორ­ცი­ე­ლებს დარ­ტყმას ქა­ლა­ქის კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტებ­ზე.

"ქა­ლაქ ხარ­კო­ვი­სა და მთე­ლი ოლ­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა თავ­შე­საფ­რებ­ში, ოკუ­პან­ტებს დარ­ტყმა გრძელ­დე­ბა", - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხარ­კო­ვის ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოლეგ სი­ნე­გუ­ბოვ­მა.

აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მუ­შა­ობს. მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­შის დას­რუ­ლე­ბამ­დე თავ­შე­საფ­რებ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და.

myquiz