"რატომ შეუძლია სადღაც კრემლში ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი" - ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვებაზე | Allnews.Ge

"რატომ შეუძლია სადღაც კრემლში ამ რაღაც ხროვას გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ხალხს მაგიდაზე საჭმელი" - ზელენსკი რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვებაზე

რუ­სე­თი, შავი ზღვის ფლოტ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის გამო, მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას წყვეტს,- ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა “რია ნო­ვოს­ტი” რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის გე­მებ­ზე მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბებს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ “ტე­რაქ­ტე­ბი” უწო­და და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა “ბრი­ტა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით” უკ­რა­ი­ნე­ლებს და­აბ­რა­ლა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შავი ზღვის ფლო­ტის გე­მებ­ზე “თავ­დას­ხმა­ში” ჩარ­თუ­ლი იყო ცხრა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და შვი­დი სა­ზღვაო უპი­ლო­ტო აპა­რა­ტი. ამავდრო­უ­ლად, უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ “თავ­დას­ხმის” შე­დე­გად “უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი” მხო­ლოდ ნაღ­მო­სან­მა ხო­მალდმა “ივან გო­ლუ­ბეც­მა” მი­ი­ღო.რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმა­ში მო­ყო­ლი­ლი შავი ზღვის ფლო­ტის გე­მე­ბი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი”.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბი­დან რუ­სე­თის გას­ვლის გამო “დიდი ოცე­უ­ლის” და გა­ე­როს მკაცრ რე­აქ­ცი­ას ელო­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და. “ახლა მკაც­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­აქ­ცი­აა სა­ჭი­რო. რო­გორც გა­ე­როს, ისე­ვე სხვა დო­ნე­ებ­ზეც, მათ შო­რის “დიდი ოცე­უ­ლის” დო­ნე­ზე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი G20-ში სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის იყოს, რო­დე­საც ის გა­აზ­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე კონ­ტი­ნენტზე შიმ­ში­ლის­თვის? ეს ნონ­სენ­სია. “დიდ ოცე­ულ­ში” რუ­სე­თის ად­გი­ლი არ არის”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ აფ­რი­კის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და სამ­ხრეთ აზი­ის მი­ლი­ო­ნო­ბით მცხოვ­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი შიმ­ში­ლის ან რო­გორც მი­ნი­მუმ, ფა­სე­ბის მკაც­რი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდეს. “მაგ­რამ რა­ტომ შე­უძ­ლია სა­დღაც კრემლში მყოფ პირ­თა ამ რა­ღაც ხრო­ვას გა­და­წყვი­ტოს, ექ­ნე­ბა თუ არა ხალ­ხს მა­გი­და­ზე საჭ­მე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ში ან ბან­გლა­დეშ­ში? რა არის ეს? მსოფ­ლიო აქვს ძალა, რომ ხალ­ხი ამის­გან და­იც­ვას”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ჩაშ­ლის შე­სა­ხებ რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბა “საკ­მა­ოდ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი” იყო, ვი­ნა­ი­დან მოს­კოვ­მა სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სის გა­აზ­რე­ბუ­ლად გამ­წვა­ვე­ბა ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც სურ­სა­თით სავ­სე უკ­რა­ი­ნუ­ლი გე­მე­ბის მოძ­რა­ო­ბა დაბ­ლო­კა.

“სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე, მარ­ცვლე­უ­ლის დე­რე­ფან­ში უკვე 176 გემი დაგ­როვ­და, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია თა­ვი­სი მარ­შრუ­ტით გას­ვლა. ეს რუ­სე­თის სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლი ბლო­კა­დაა”, - თქვა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

myquiz