ჰელოუინზე ჭყლეტისას დაღუპულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა- რა მოხდა სეულში? | Allnews.Ge

ჰელოუინზე ჭყლეტისას დაღუპულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა- რა მოხდა სეულში?

სამ­ხრეთ კო­რე­ის დე­და­ქა­ლაქ სე­ულ­ში, ჰე­ლო­უ­ი­ნის აღ­ნიშ­ვნი­სას, ჭყლე­ტის დროს, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 151 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო და­შავ­და 82. ამის შე­სა­ხებ BBC-ი წერს.

კო­რე­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ხან­ძრო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლის ჩოი ჩხონ სი­კის ცნო­ბით, ჭყლე­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სას­ტუმ­რო “ჰა­მილ­ტონ­თან” ვიწ­რო გზა­ზე ხალ­ხის დიდი მასა წინ წას­ვლას ცდი­ლობ­და.

seuli5-33095-1667119729.jpeg

BBC-ის ცნო­ბით პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­და ცნო­ბე­ბი და­კარ­გუ­ლი ადა­მა­ი­ნე­ბის შე­სა­ხებ. და­კარ­გუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 2900 ადა­მი­ა­ნი და მათ ახ­ლობ­ლე­ბი ეძე­ბენ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის 19 არის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა არის 20 წლის, ან 20 წლამ­დე პირი.

seuli2-32798-1667119657.jpg

ქუჩა, სა­დაც ჭყლე­ტა მოხ­და - ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ

ცნო­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­უ­ლის იტე­ვო­ნის რა­ი­ო­ნის ქუ­ჩებ­ში ჰე­ლო­უ­ი­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ადა­მი­ა­ნი იყო გა­მო­სუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­ულ­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ ეს იყო პირ­ვე­ლი "ჰე­ლო­უ­ი­ნი", რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნეს.