"მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი" 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი? | Allnews.Ge

"მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი" 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

ირა­ნე­ლი კაცი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობ­და რო­გორც "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ჭუ­ჭყი­ან ადა­მი­ანს", 94 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე იმი­ტომ ეძახ­დნენ, რომ მას ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია არ და­უ­ბა­ნია.

არმუ ჯაჰი გაჭ­ვარტლულ ქოხ­ში ცხოვ­რობ­და და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­უ­ბა­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კაცს იც­ნობ­დნენ, ამ­ბო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდო­ბის დროს მან გა­ნი­ცა­და "ემო­ცი­უ­რი დარ­ტყმა", რის შემ­დე­გაც და­ბა­ნა­ზე უარი თქვა.

517595-1666766698.webp

2014 წელს Tehran Times-ი წერ­და, რომ ჰა­ჯის აზ­რით, სი­სუფ­თა­ვე მას და­ა­ა­ვა­დებ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა ჰაჯი და­არ­წმუ­ნეს, რომ და­ე­ბა­ნა და ხან­გრძლი­ვი დრო­ის შემ­დეგ მან ეს პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა. ჰა­ჯის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ინ­დო­ე­ლი კაცი კა­ი­ლაშ კა­ლა­უი სინ­სი გახ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ჭუ­ჭყი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი. 2009 წელს ინ­დუ­რი გა­მო­ცე­მა Hindustan Times-ი წერ­და, რომ კა­ი­ლაშ კა­ლა­უი სინსს 30 წე­ლია არ და­უ­ბა­ნია.

ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცი ყო­ველ სა­ღა­მოს ან­თებს ცე­ცხლს და ეწე­ვა მა­რი­ხუ­ა­ნას და ლო­ცუ­ლობს. ამ­ბობს, რომ მას არ სჭირ­დე­ბა წყლის აბა­ზა­ნე­ბი და რომ ცე­ცხლის აბა­ზა­ნებს იღებს და "ცე­ცხლის აბა­ზა­ნა ხელს უწყობს ყვე­ლა მიკ­რო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას.“