ჯო ბაიდენი - რუსეთი სერიოზულ, სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს | Allnews.Ge

ჯო ბაიდენი - რუსეთი სერიოზულ, სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"ნება მომეცით, უბრალოდ ვთქვა, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, გასული დღის დიდი ნაწილი ამ საკითხის განხილვას დაუთმო.

აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, რომ უკრაინა ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. ამან გააჩინა შიში, რომ რუსეთი, შესაძლოა, საძირკველს უყრიდეს ამგვარი თავდასხმის დაწყებას, როგორც საბაბს უკრაინაში ომის ესკალაციისთვის.

myquiz