ირანში 21 წლის მამაკაცი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლეს- რა ინფორმაციას ავრცელებს BBC? | Allnews.Ge

ირანში 21 წლის მამაკაცი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლეს- რა ინფორმაციას ავრცელებს BBC?

ირანის უსაფრთხოების ძალებმა 21 წლის მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ირანის ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია- ინფორმაციას BBC აქციის მონაწილეებსა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი ლიდერის პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 6 კვირის წინ დაიწყო. ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მას შემდეგ იმართება, რაც თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 22 წლის მაჰსა ამინი დააპატიმრა. გოგონა წამების შედეგად გარდაიცვალა.

myquiz