"თუ პროტესტი იფეთქებს, შეიძლება მისი ჩამხშობიც აღარ ჰყავდეთ" - იჩქერიის დეოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა: ვითარება რეგიონში და კადიროვის შიშები | Allnews.Ge

"თუ პროტესტი იფეთქებს, შეიძლება მისი ჩამხშობიც აღარ ჰყავდეთ" - იჩქერიის დეოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა: ვითარება რეგიონში და კადიროვის შიშები

18 ოქ­ტომ­ბერს უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ ჩეჩ­ნე­თი რუ­სე­თის მიერ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლად აღი­ა­რა და "ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი" დაგ­მო. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქამ­დე არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას სრუ­ლად ამო­ატ­რი­ა­ლებს, რად­გან ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი იძუ­ლე­ბით ემორ­ჩი­ლე­ბო­და რე­ჟიმს.

"პე­რი­ო­დუ­ლად, ყვე­ლას და­სა­ნა­ხად, რუ­სუ­ლი "ეფეს­ბე" რე­ი­დებს ატა­რებ­და და ჩეჩ­ნე­თის ზო­გი­ერთ მა­ცხოვ­რე­ბელს "ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რის" ბრალ­დე­ბით უს­წორ­დე­ბო­და. თუმ­ცა ამან პრო­ტეს­ტის ხმა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი ვერ ჩა­ახ­შო", - ამ­ბო­ბენ ჩეჩ­ნეთ­ში.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი, იჩ­ქე­რი­ის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, აჰ­მედ ზა­კა­ე­ვი ამ­ბობს, რომ "ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ზე­ი­მი. სა­მარ­თალ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა, იჩ­ქე­რია ჯერ კი­დევ 1997 წელს იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი ეუ­თოს წევ­რი 57 სა­ხელ­მწი­ფოს მიერ, უკ­რა­ი­ნის ჩათ­ვლით, მაგ­რამ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბო­და, რომ არ ვართ აღი­ა­რე­ბუ­ლე­ბი."

მი­სი­ვე თქმით, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ჩეჩ­ნე­ბი მარ­თლაც ემად­ლი­ე­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენტს, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით კი, "ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბი ჩავ­რთოთ და ვთქვათ, რომ დღეს შეგ­ვიძ­ლია და უფ­ლე­ბა გვაქვს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დი ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია იმე­დი გვქონ­დეს სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის. აღი­ა­რეს რა დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია, ხელი უნდა შეგ­ვი­წყონ, რომ ჩვენ მისი დე­ო­კუ­პა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ და ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღ­ვად­გი­ნოთ."

zakaevr-63480-1666594847.jpg

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ უკვე შე­ი­ტა­ნა თა­ვი­სი წვლი­ლი ჩეჩ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 1992 წელს აღი­ა­რა. (იმ დროს, რო­დე­საც ქვეყ­ნის კა­ნო­ნი­ე­რი მთავ­რო­ბა დამ­ხო­ბი­ლი იყო) "ცხა­დია, დღეს სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვე­შაა. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს­გან არ ვე­ლით ხისტ გან­ცხა­დე­ბებს ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად", - ამ­ბობს ზა­კა­ე­ვი."ჩეჩ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხარ­დამ­ხარ იბ­რძვი­ან, იბ­რძვი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩეჩ­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ. დღეს აქ, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ლიბ­დე­ბა ჩეჩ­ნუ­რი ჯარი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, დე­ო­კუ­პა­ცი­ას მო­ახ­დენს", - ამ­ბობს ზა­კა­ე­ვი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან."

დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი ჩე­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ვი­თა­რე­ბა რო­გორც არ უნდა შე­ი­ცა­ლოს, ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ეჭვქვეშ მა­ინც არ და­ა­ყე­ნე­ბენ. "უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ რუ­სე­თის­გან სხვა სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­იქ­მნე­ბა..."

ექ­სპერ­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი, რი­ნატ მუ­ჰა­მე­ტო­ვი kavkaz-uzel.eu-სთან ამ­ბობს, რომ ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა ყო­ველ­თვის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნას­თან, ამა­ტომ უკ­რა­ი­ნის რა­დას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz