სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ბერლუსკონი პუტინთან განახლებულ ურთიერთობაზე ჰყვება და უკრაინაში შეჭრას ამართლებს - 20 ბოთლი არყისა და იტალიური ღვინოს ამბავი | Allnews.Ge

სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ბერლუსკონი პუტინთან განახლებულ ურთიერთობაზე ჰყვება და უკრაინაში შეჭრას ამართლებს - 20 ბოთლი არყისა და იტალიური ღვინოს ამბავი

იტა­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო LaPresse-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ხმო­ვან­მა ჩა­ნა­წერ­მა, რო­მელ­შიც 86 წლის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი პუ­ტინ­თან "აღ­დგე­ნი­ლი“ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს, დიდი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ბერ­ლუს­კო­ნი ამ­ბობს, რომ პუ­ტინ­მა, წინა თვე­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მას 20 ბოთ­ლი არა­ყი და "ძა­ლი­ან თბი­ლი წე­რი­ლი“ გა­უგ­ზავ­ნა.

პო­ლი­ტი­კო­სის ოფის­მა CNN-თან და­ა­დას­ტუ­რა ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და და­ა­კონ­კრე­ტა, რომ ის პარ­ლა­მენ­ტის პა­ლა­ტა­ში ბერ­ლუს­კო­ნის "Forza Italia" პარ­ტი­ის შეხ­ვედ­რა­ზე ფა­რუ­ლად ჩა­ი­წე­რეს. "Lambrusco-ს (იტა­ლი­უ­რი ცქრი­ა­ლა ღვი­ნო) რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი და არა­ნაკ­ლებ თბი­ლი წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე სა­პა­სუ­ხოდ“,- ამ­ბობს ბერ­ლუს­კო­ნი ჩა­ნა­წერ­ში. მან ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლა. ის ტრა­ბა­ხობს, რომ პუ­ტინ­მა მას ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც 5 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, ნო­მერ პირ­ვე­ლი უწო­და.

221020163900-vladimir-putin-silvio-berlusconi-file-restricted-091115-50065-1666428351.jpg

პუ­ტი­ნი და ბერ­ლუს­კო­ნი. 2015 წ.

ბერ­ლუს­კო­ნის პარ­ტი­ის სპი­კერ­მა უარ­ყო პუ­ტი­ნის და ბერ­ლუს­კო­ნის კონ­ტაქ­ტი ამ­ჟა­მად და თქვა, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რებს "ძველ ის­ტო­რი­ას, მრა­ვა­ლი წლის წი­ნან­დელ ეპი­ზოდს უყ­ვე­ბო­და“.

არა­და, ირ­კვე­ვა, რომ პუ­ტინ­მა და ბერ­ლუს­კო­ნიმ უკ­რა­ი­ნის ომ­ზეც ისა­უბ­რეს. ხმო­ვან ჩა­ნა­წერ­ში მკა­ფი­ოდ ის­მის, რო­გორ ამ­ბობს ბერ­ლუს­კო­ნი, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის წა­მო­წყე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რა­მაც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ბერ­ლუს­კო­ნი ხმო­ვან ჩა­ნა­წერ­ში უკ­რა­ი­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებს ომის და­წყე­ბა­ში:

"2014 წელს, მინ­სკში, უკ­რა­ი­ნა­სა და დონ­ბა­სის ორ ახ­ლად­შექ­მნილ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის შე­თან­ხმე­ბას მო­ე­წე­რა ხელი, რომ ერ­თმა­ნეთს თავს არ და­ეს­ხმე­ბოდ­ნენ. უკ­რა­ი­ნამ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 წლის შემ­დეგ ჯო­ჯო­ხეთ­ში მო­ის­რო­ლა და ამ ორი რეს­პუბ­ლი­კის სა­ზღვრებს თავს და­ეს­ხა. სამ­ხედ­რო და­ნა­კარ­გე­ბი ორი­ვე რეს­პუბ­ლი­კამ გა­ნი­ცა­და. მას შემ­დეგ, ორი­ვე რეს­პუბ­ლი­კა პუ­ტინს და­უ­კავ­შირ­და და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა", - ასე მო­უ­თხრობს პარ­ლა­მენ­ტა­რებს ბერ­ლუს­კო­ნი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე.

"პუ­ტი­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­კენ უბიძ­გებ­და და ამი­ტომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა: 1 კვი­რა­ში კი­ევ­ში უნდა შე­ეღ­წი­ათ, და­ემ­ხოთ მთავ­რო­ბა და ზე­ლენ­სკი და შე­ექ­მნათ ახა­ლი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც კე­თილ­გო­ნი­ე­რი და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე უკ­რა­ი­ნე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა აირ­ჩევ­და, მომ­დევ­ნო 1 კვი­რა­ში კი ჯა­რე­ბი უკან, რუ­სეთ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ", - ამ­ბობს ის.

რო­გორც ბერ­ლუს­კო­ნი აცხა­დებს, პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­გან არ ელო­და ამ­გვარ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, ომის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა და­სავ­ლე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის თან­ხე­ბი­თა და ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბამ:

"ომის მე­სა­მე დღი­დან, უკ­რა­ი­ნას, ფუ­ლი­თა და ია­რა­ღით და­სავ­ლე­თი ამა­რა­გებ­და. ამის გამო, ორ­კვი­რი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის ნაც­ვლად, ეს სპე­ცო­პე­რა­ცია ორ­სა­უ­კუ­ნო­ვან ომად იქცა..“

იტა­ლი­ურ გა­ზეთ Corriere della Sera-სთან სა­უბ­რი­სას, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიმ თა­ვი­სი კო­მენ­ტა­რე­ბი და­იც­ვა და გა­ნა­ცხა­და:

"ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტექ­სტი­დან იყო ამოგ­ლე­ჯი­ლი. ჩა­ნა­წე­რი, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით, ჩემი სი­ტყვე­ბის გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე გავ­რცელ­და. არ ვუ­არ­ყოფ პუ­ტინ­თან წარ­სულ­ში ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას, რად­გან ამან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ დღეს სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა“, - ამ­ბობს ის.

ambebi.ge

myquiz