ტრასი გადადგა, ჯონსონი დაბრუნებას აპირებს? - რას წერს ბრიტანული მედია | Allnews.Ge

ტრასი გადადგა, ჯონსონი დაბრუნებას აპირებს? - რას წერს ბრიტანული მედია

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის­თვის ბრძო­ლას აპი­რებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი Times და Daily Telegraph ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ბო­რის ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც სკან­და­ლე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად ივ­ლის­ში იძუ­ლე­ბუ­ლი იყო "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის პო­ზი­ცია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ახლა ემ­ზა­დე­ბა იმა­ვე პო­ზი­ცი­ის­თვის. Times-ის ცნო­ბით, ჯონ­სონს ეს „ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის” სა­კი­თხად მი­აჩ­ნია.

ამ მო­მენ­ტის­თვის "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის არ­ჩე­ვის ზუს­ტი წე­სე­ბი ჯერ არ არის გამ­ჟღვა­ნე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლიზ ტრას­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად არ­ჩე­ვი­დან 45 დღის შემ­დეგ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

მისი თქმით, ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­ვი­და "დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის დროს."

"ვა­ღი­ა­რებ... მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ შე­მიძ­ლია მი­ვი­ღო მან­და­ტი, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ არ­ჩე­ვის დროს მომ­ცა“, - გა­ნა­ცხა­და ლიზ ტრას­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრასს გა­დად­გო­მის­კენ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებ­მა მას შემ­დეგ მო­უ­წო­დეს, რაც მთავ­რო­ბა მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ არე­უ­ლო­ბამ მო­იც­ვა.

47 წლის ტრას­მა 5 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­ჯვა მმარ­თვე­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კენ­ჭისყრა­ში. ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 82.6% შე­ად­გი­ნა. ჯამ­ში კი 172 437 მო­ქა­ლა­ქემ მის­ცა ხმა. ლიზ ტრას­მა 81 326, ხოლო ყო­ფილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა კი 60 399 ხმა მი­ი­ღო. ტრა­სი, რო­მე­ლიც ჯონ­სო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, გახ­და ბრი­ტა­ნე­თის მე­სა­მე ქალი პრე­მი­ე­რი - ტე­რე­ზა მე­ი­სა და მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის შემ­დეგ.

myquiz