"პუტინმა პირველად ახსენა ომი... ის ცდილობს, ეს დაპყრობითი ომი სამამულოდ გაასაღოს" - რას შეცვლის უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება? | Allnews.Ge

"პუტინმა პირველად ახსენა ომი... ის ცდილობს, ეს დაპყრობითი ომი სამამულოდ გაასაღოს" - რას შეცვლის უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება?

დღეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ანექ­სი­რე­ბულ ოთხ რე­გი­ონ­ში - ე.წ. დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ასე­ვე ხერ­სო­ნი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებ­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ლი­დერ­მა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში, ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში, ასე­ვე ხერ­სო­ნი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებ­ში, ვიდ­რე ისი­ნი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­დოდ­ნენ, არ­სე­ბობ­და სა­ო­მა­რი რე­ჟი­მი. ახლა ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ რე­ჟი­მის გა­ფორ­მე­ბა უკვე რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. ამი­ტომ, მე ხელი მო­ვა­წე­რე გან­კარ­გუ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ამ ოთხ შე­მად­გე­ნელ სუ­ბი­ექ­ტში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა და­სამ­ტკი­ცებ­ლად ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

რო­გორც სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, პუ­ტი­ნის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­სე­ბი­თად ბევ­რს ვე­რა­ფერს შეც­ვლის და დიდი ალ­ბა­თო­ბით, კრემ­ლი ამით ცდი­ლობს, ეს დამ­პყრობ­ლუ­რი ომი ე.წ. სა­მა­მუ­ლო ომის ჭრილ­ში გა­და­ი­ტა­ნოს.

"ამით, პრაქ­ტი­კუ­ლად, დიდი არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და ომი რო­გორც მი­დი­ო­და, ისე წა­რი­მარ­თე­ბა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­ტინ­მა პირ­ვე­ლად ახ­სე­ნა სი­ტყვა - ომი. აქამ­დე ვი­ცით, რომ 24 თე­ბერ­ვლი­დან - უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის დღი­დან კრემ­ლი აცხა­დებ­და, რომ თით­ქოს ეს სამ­ხედ­რო სპე­ცო­პე­რა­ცია იყო. ამას­თა­ნა­ვე, ცნო­ბი­ლია, რომ ასო­ბით რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ მათ "ომი“ ახ­სე­ნეს ქუ­ჩა­ში, ბლო­გებ­ში, "ტი­კტოკ­ზე“ თუ სა­დაც იყო. ახლა ომს თვი­თონ პუ­ტი­ნიც ახ­სე­ნებს და ლო­გი­კუ­რია, რომ ეს არის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მას­შტა­ბუ­რი ომი და არა­ვი­თა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია.

ახლა, რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი სწო­რედ უკ­რა­ი­ნის ამ 4 ანექ­სი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქე­დან რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ლუ­განსკის ოლ­ქის თით­ქმის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, დო­ნეც­კის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, ზა­პო­რო­ჟი­ეს ნა­წი­ლი და ხერ­სო­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი. როცა მათი ანექ­სია გა­მო­ა­ცხა­დეს, მა­შინ­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ უკ­რა­ი­ნა დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლებ­და. ვნა­ხოთ, ამით რა შე­იც­ვლე­ბა. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო არა, მაგ­რამ რუ­სე­თი ამ­ბობს, რომ ომი უკვე "მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა“. კრემ­ლის ლო­გი­კით გა­მო­დის, რომ რუ­სეთს ებ­რძვი­ან და ის ცდი­ლობს ეს და­პყრო­ბი­თი ომი სა­მა­მუ­ლო ომად გა­ა­სა­ღოს. პუ­ტინს უნდა, სა­მა­მუ­ლო ომის ჭრილ­ში აჩ­ვე­ნოს, რომ რუ­სეთს ეო­მე­ბი­ან რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ანუ თვი­თონ კი არაა დამ­პყრო­ბე­ლი, არა­მედ - იცავს. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ და ყვე­ლამ იცის, რომ ეს ფე­ი­კია და პუ­ტინ­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კე­თა, იმას იმე­ო­რებს უფრო ფარ­თო მას­შტა­ბებ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კრემლს ჯერ არ მო­უხ­დე­ნია ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­რე­ბა, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია. მან იგი­ვე გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში, რაც მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში - ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბი გა­მო­ყა­რეს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან, აფხა­ზე­თი­დან და მერე ჩა­ა­ტა­რეს ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი და ა.შ.

ამის "გაპ­რა­ვე­ბა“ არ მოხ­დე­ბა, ამას მსოფ­ლიო აღარ მი­ი­ღებს, ადრე თუ ამა­ზე და­სავ­ლე­თი თვალს ხუ­ჭავ­და ან ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და იმას, რაც რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კე­თა, დღეს ეს აღარ გა­მო­უ­ვა.

რუ­სე­თი ახლა ეც­დე­ბა ანექ­სი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­ა­სახ­ლოს რუ­სე­თი­დან სამ­ხედ­რო­ე­ბი, ოჯა­ხე­ბით, ან სხვა კა­ტე­გო­რია, რათა ამით მო­ახ­დი­ნოს ამ ოლ­ქე­ბის არა მარ­ტო ფორ­მა­ლუ­რი, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი მი­ტა­ცე­ბა. მე­ფის რუ­სე­თის ცნო­ბი­ლი ტაქ­ტი­კაა, სა­დაც შე­დი­ო­და, იქ თა­ვის ხალ­ხს ასახ­ლებ­და. ასე მოხ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ კა­ლი­ნინ­გრად­ში (კე­ნინგსბერ­გის ყო­ფილ ოლ­ქში), ასე ხდე­ბო­და ყი­რიმ­ში მე­ფის რუ­სე­თის დროს, ამის მცდე­ლო­ბე­ბი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ა.შ.

myquiz