რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას? | Allnews.Ge

რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?

რამ­დე­ნი­მე დღეა, უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს რუ­სე­თი ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბით, ე.წ. შა­ჰი­დე­ბით უტევს. მათ თვით­მკვლელ დრო­ნებ­საც ეძა­ხი­ან. ირა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი სა­მიზ­ნეს ეჯა­ხე­ბი­ან და ფეთ­ქდე­ბი­ან. ეს რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის უკვე მე­ო­რე ტალ­ღაა, რო­მელ­თა სა­მიზ­ნეც უმ­თავ­რე­სად უკ­რა­ი­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა.

თვით­მკვლე­ლი შა­ჰი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და­ბომ­ბეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, და­ი­ღუპ­ნენ და და­შავ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. ე.წ. კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე ქალი...

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო reuters - ის ცნო­ბით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აღი­ა­რებს, რომ მათი იე­რი­შის მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო და ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა იყო, რის­თვი­საც შე­ტე­ვა მა­ღა­ლი და­მიზ­ნე­ბის ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და.

რუ­სეთ­მა, ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბით შე­უ­ტია უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ მი­კო­ლა­ე­ვის სა­ზღვაო ტერ­მი­ნალს, რის შე­დე­გა­დაც, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მზე­სუმ­ზი­რის ზე­თის სა­ცა­ვე­ბი.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ კვი­რა სა­ღა­მო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თის 37 დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს, რაც შე­ტე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი დრო­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 85%-ია.

meduza.io-ს ცნო­ბით, ირა­ნი რუ­სეთს უფრო მეტი რა­კე­ტი­სა და დრო­ნის გა­და­ცე­მას დაჰ­პირ­და. ად­გი­ლობ­რივ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­თან­ხმე­ბა რუ­სეთ­სა და ირანს შო­რის, 6 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა, რა დრო­საც, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, მო­ჰა­მად მოჰ­ბე­რი, ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სებ­მა ირანს მეტი დრო­ნი და ირა­ნუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი სთხო­ვეს, რო­მელ­თაც მეტი სი­ზუს­ტე აქვთ. სა­უ­ბა­რია, Fateh-ისა და Zolfaghar-ის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მებ­ზე, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი 300-დან 700 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. მათ­თან ერ­თად, რუ­სეთ­მა Shahed 136-ის დრო­ნე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მოთ­ქვა. შე­თან­ხმე­ბა უკვე მიღ­წე­უ­ლია.

shahed136lm-32137-1666160804.png

Shahed 136

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის გა­რეთ პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. მა­ნამ­დე, და­სავ­ლე­თი და ის­რა­ე­ლი მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ირან­სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს რე­გი­ონ­ში უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჯეიკ სა­ლი­ვა­ნი, ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში აცხა­დებ­და, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია სულ ცოტა ორ­ჯერ ჩა­ვი­და ირან­ში საბ­რძო­ლო უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

CNN-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ივ­ნის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია, თე­ი­რა­ნის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე კა­შა­ნის აე­როდ­რომ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ირა­ნი რუ­სე­თის­თვის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის Shahed-191-ისა და Shahed-129-ის გა­და­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბო­და.

2214feab788d42238eb6e76e3aea2eca-31858-1666160830.jpg

Shahed-191

რის სა­ნაც­ვლოდ ეხ­მა­რე­ბა ირა­ნი რუ­სეთს? - ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვერ­სია არ­სე­ბობს. ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ირა­ნი, რო­მელ­საც ამე­რი­კა და და­სავ­ლე­თი შე­ზღუდ­ვე­ბის თით­ქმის ყო­ველ­დღე უზ­რდის, მი­იჩ­ნევს, რომ ახლა შე­უძ­ლია, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის სხვა ქვეყ­ნებ­ში ტრან­ზი­ტის­თვის მთა­ვა­რი ჰაბი გახ­დეს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz