"ყირიმი ზაფხულისთვის თავისუფალი იქნება" - რას ამბობს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი?
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ყირიმი ზაფხულისთვის თავისუფალი იქნება.
"როდესაც სიტუაციას ვაკვირდები, ვხედავ, რომ რუსების მდგომარეობა ყოველ კვირას უარესდება. ამბობენ, რომ ომი ნებისყოფისა და ლოგისტიკის გამოცდაა - და ორივე თვალსაზრისით უკრაინა ბევრად უკეთესია", - განაცხადა ჰოჯესმა გერმანულ გამოცემა FAZ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, აუცილებელია, რუსებმა ომი წააგონ, წინააღდეგ შემთხვევაში, ისინი „ისევ შეეცდებიან ამას ორ-სამ წელიწადში“.
ბენ ჰოჯესის მტკიცებით, რუსეთის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირება.
"ასე რომ, ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასახანგრძლივებლად და დასავლეთში შიშისა და დაუცველობის გასავრცელებლად. ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იწვევენ, ასევე თავდასხმებს დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე", - აცხადებს ჰოჯესი.
მისი თქმით, უახლოეს კვირებსა და თვეებში მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი დივერსიული აქტი და თავდასხმა.