ევროკავშირი მასშტაბურ პროგრამას გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს ევროპის ქვეყნებში გადაამზადებენ | Allnews.Ge

ევროკავშირი მასშტაბურ პროგრამას გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს ევროპის ქვეყნებში გადაამზადებენ

ევროკავშირი მომავალ კვირას მასშტაბურ პროგრამას გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს ევროპის ქვეყნებში გადაამზადებენ, - ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველ ეტაპზე 15 000-ზე მეტ უკრაინელ ჯარისკაცს ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად გერმანიასა და პოლონეთში გადაამზადებენ.

ამასთან, იარაღის შესაძენად უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით ნახევარ მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ცნობილია, უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება ნოემბრიდან დაიწყება.

myquiz