თურქეთის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა- ფოტოები შემთხვევის ადგილიდან | Allnews.Ge

თურქეთის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა- ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა „ტვიტერში“ წერს.

turkey-manisa-mine-explosion-6-1665816703.webp

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.

013b0000-0aff-0242-060c-08daae39fee4-w1200-r1-1665816716.webp

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.