"მაკრონი ყოველთვის მეუბნება, - დამირეკე WhatsApp-ში" - რას ჰყვება ზელენსკი დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობაზე | Allnews.Ge

"მაკრონი ყოველთვის მეუბნება, - დამირეკე WhatsApp-ში" - რას ჰყვება ზელენსკი დასავლელ ლიდერებთან ურთიერთობაზე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გერ­მა­ნულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხ ZDF-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ლი­დერ­თან "ადა­მი­ა­ნურ დო­ნე­ზე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.“

მა­გა­ლი­თად კი მან საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და­ა­სა­ხე­ლა. ზე­ლენ­სკის თქმით, მაკ­რონ­მა უთხრა, რომ შე­ეძ­ლი WhatsApp-ში მის­თვის ნე­ბის­მი­ერ დროს და­ე­რე­კა.

"მე ნამ­დვი­ლად ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ბო­რის ჯონ­სონ­თან (დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი), დუ­დას­თან (პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი), ლატ­ვი­ი­სა და ლი­ე­ტუ­ვის ლი­დე­რებ­თან, ესე­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც შე­მიძ­ლია და­ვურ­ე­კო. და ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბა, - და­მი­რე­კე WhatsApp-ში.“

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ლი­დე­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­დეს არა პრო­ტო­კო­ლის წე­სე­ბის დაც­ვით, არა­მედ სწრა­ფად”, - თქვა ზე­ლენ­სკიმ.

ჟურ­ნა­ლისტსა და ზე­ლენ­სკის შო­რის 45-წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვიუ დას­რულ­და ერთი შე­ხედ­ვით ბა­ნა­ლუ­რი კი­თხვით - რამ­დე­ნი მწვა­ნე მა­ი­სუ­რი აქვს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ზე­ლენ­სკიმ თქვა, რომ მას და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ერ­თმა­ნეთ­თან მსგავ­სი მა­ი­სუ­რი აქვს.

ომის და­სა­წყის­ში კი ჰქონ­და ორი მა­ი­სუ­რი და ერთი სვი­ტე­რი, რომ­ლე­ბიც ლონ­დო­ნის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­და.

"შემ­დეგ ჯა­რის­კა­ცებ­მა მომ­ცეს მსგავ­სი მა­ი­სუ­რე­ბი და მად­ლო­ბა მე­ო­რე ბრი­გა­დას. და ერთ დღე­საც ჩვენ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა თვი­თონ და­ი­წყეს წარ­მო­ე­ბა ასე­თი მა­ი­სუ­რე­ბის და მაძ­ლევ­დნენ. ყვე­ლას სურ­და, რომ მათ მიერ შექ­მნი­ლი მა­ი­სუ­რი ჩა­მეც­ვა, ტან­საც­მლის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გან­ვიც­დი“, - თქვა ზე­ლენ­სკიმ.

myquiz