ბელარუსი „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმს აწესებს | Allnews.Ge

ბელარუსი „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმს აწესებს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის განცხადებით, ბელარუსში, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი წესდება.

„არსებობდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, – აცხადებს ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ამასთან, ბელარუსის ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში ფარული მობილიზაციის განხორციელება გადაწყვიტა.