უარი "ურღვევ ძმობას“: რუსეთის გარდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარავის სჭირდება - პუტინს ОДКБ-ც ეშლება? | Allnews.Ge

უარი "ურღვევ ძმობას“: რუსეთის გარდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარავის სჭირდება - პუტინს ОДКБ-ც ეშლება?

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნან­გრე­ვებ­ზე შექ­მნი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ­ჟა­მად უნი­კა­ლურ ასო­ცი­ა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. ქვე­ყა­ნა, რომ­ლის დე­და­ქა­ლაქ­შიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის შექ­მნის შე­სა­ხებ და­ი­დო, აღარ არის მისი წევ­რი. ექ­ვსი მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნი­დან ორი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომ­შია ჩარ­თუ­ლი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, ორი კი ​​მუდ­მი­ვად ებ­რძვის ერ­თმა­ნეთს.

რა ვი­ცით ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე და აქვს თუ არა მას პერ­სპექ­ტი­ვე­ბი?უკა­ნას­კნე­ლად, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია 9 ოქ­ტომ­ბერს ახ­სე­ნეს, რო­დე­საც ყირ­გი­ზეთს არ სურ­და მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო წვრთნე­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით "ურ­ღვე­ვი ძმო­ბა - 2022" ისიკ-კუ­ლის რე­გი­ონ­ში 10-14 ოქ­ტომ­ბერს უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე გა­უქ­მდა. რო­დე­საც მე­ო­რე დღეს, ამ ამ­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და პუ­ტი­ნის პრესმდი­ვანს კი­თხვით მი­მარ­თეს - იყო თუ არა უთან­ხმო­ე­ბა რუ­სეთ­სა და ყირ­გი­ზეთს შო­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის პა­სუ­ხი იყო მოკ­ლე და კონ­კრე­ტუ­ლი - "არა“.

კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­დი­ან - რუ­სე­თი, სომ­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ტა­ჯი­კე­თი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სულ უფრო ცოტა წევ­რს სჯე­რა მისი ძა­ლე­ბის, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს სომ­ხეთ­მა უარი თქვა ყა­ზა­ხეთ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

odkb888-53735-1665575617.jpg

"ია­რა­ღი, რო­მე­ლიც არ ის­ვრის" სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, ერე­ვან­ში გა­ი­მარ­თა მი­ტინ­გი სომ­ხე­თის კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გას­ვლი­სა და ახალ მო­კავ­ში­რე­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით. მი­ზე­ზი კი, 12-13 სექ­ტემ­ბრის ღა­მეს, სომ­ხე­თის მო­თხოვ­ნა­ზე, აზერ­ბა­ი­ჯან­თან შე­ტა­კე­ბის ზო­ნა­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პა­სი­უ­რი რე­აქ­ცია იყო.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მხა­რი და­უ­ჭი­რეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ალენ სი­მო­ნი­ან­მა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა არ­მენ გრი­გო­ნი­ან­მა. სი­მო­ნი­ა­ნის თქმით, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ჰგავს ია­რაღს, რო­მე­ლიც არ ის­ვრის. "ჩვენ ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვართ, რად­გან არ გაგ­ვი­მარ­თლდა ის მო­ლო­დი­ნე­ბი, რაც გვქონ­და“,- გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში.

პრო­ტეს­ტი და­ემ­თხვა ერე­ვან­ში აშშ-ის კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რის, ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზიტს და მე­ო­რე დღეს, 19 სექ­ტემ­ბერს, ცნო­ბი­ლი გახ­და ნიუ-იორკში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. განაგრძეთ კითხვა

myquiz