„ბატონო პრეზიდენტო, დაბადების დღეს გილოცავ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდთან დაკავშირებით? | Allnews.Ge

„ბატონო პრეზიდენტო, დაბადების დღეს გილოცავ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდთან დაკავშირებით?

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ფეისბუქში“ ყირიმის დამწვარი ხიდის ვიდეოსთან ერთად აქვეყნებს მერლინ მონროს ვიდეოს, რომელიც ასრულებს სიმღერას “ბატონო პრეზიდენტო, დაბადების დღეს გილოცავ”.

„დილა მშვიდობის, უკრაინა“, - წერს დანილოვი.

ცნობისთვის, მერლინ მონრომ აღნიშნული სიმღერა 1962 წელს ჯონ კენედის დაბადების დღეზე შეასრულა. 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა.

ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა.

ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.

myquiz