ძლიერი ხანძარი ყირიმის ხიდზე: რა ხდება ობიექტზე, რომელსაც რუსეთი ყველაზე მეტად იცავს? | Allnews.Ge

ძლიერი ხანძარი ყირიმის ხიდზე: რა ხდება ობიექტზე, რომელსაც რუსეთი ყველაზე მეტად იცავს?

ყი­რი­მის ხი­დის სარ­კი­ნიგ­ზო გან­შტო­ე­ბა­ზე დი­ლით ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, - ამის შე­სა­ხებ ოდე­სის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სერ­ჰი ბრა­ჩუ­კი იუ­წყე­ბა.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საწ­ვა­ვის ტერ­მი­ნა­ლი იწ­ვის. ვე­ლო­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას!" - და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ხიდ­ზე ძლი­ე­რი ხან­ძა­რია და იქ ხალ­ხს არ უშ­ვე­ბენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხიდ­ზე საწ­ვა­ვის ავზი იწ­ვის.

dd-34497-1665213067.jpg

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა, ჩანს, რომ ხან­ძა­რი ხი­დის რკი­ნიგ­ზის ნა­წილს მო­ე­დო და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზი­ან­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზაც.

"ყი­რი­მის ხიდი: გზა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, იწ­ვის რკი­ნიგ­ზა. მშვე­ნი­ე­რია!" - წერს დე­პუ­ტა­ტი ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო.

ცნო­ბის­თვის, ყი­რი­მის, იგი­ვე ქერ­ჩის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი, რო­მე­ლიც რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­თან აკავ­ში­რებს, 2016-2018 წლებ­ში აა­შე­ნა რუ­სეთ­მა და ის 3,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­და. მისი სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 18 კი­ლო­მეტ­რია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი არის მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არხი, რომ­ლი­თაც ოკუ­პი­რე­ბულ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა და ჯა­რე­ბი შეჰ­ყავთ.

310755446-533127762152828-8779941974545062904-n-38659-1665213115.jpg

"ეს არის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია, ეს არის აკ­ვა­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ზღვაო კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას ესა­ზღვრე­ბა… ეს ხიდი უკა­ნო­ნოდ აშენ­და და მას ახლა იყე­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ვფიქ­რობ, სწო­რედ თა­ვად ყოვ­ლის­შემ­ძლე მი­უ­თი­თებს, რომ ასე­თი ობი­ექ­ტი, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა გა­ნად­გურ­დეს" - აღ­ნიშ­ნა ორი თვის წინ ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის მე­ჯლი­სის თავ­მჯდო­მა­რემ, რე­ფატ ჩუ­ბა­როვ­მა.

myquiz