ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღზე თავდასხმას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა.- რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღზე თავდასხმას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა.- რა ვიცით მომხდარზე?

ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღზე თავდასხმას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში მოხდა.

მამაკაცმა საბავშვო ბაღში მყოფი ადამიაანები ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით მოკლა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობას ბავშვები შეადგენენ.

police-gun-0-1665047566436-1665047573552-1665047573552-1665050383.jpg

პოლიციის განცხადებით, მსროლელი ყოფილი სამართალდამცველია. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც BBC იუწყება, თავდასხმის შემდეგ საკუთარი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა.

myquiz