"ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1.6 მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებით რუსეთში გაიყვანეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

"ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1.6 მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებით რუსეთში გაიყვანეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1.6 მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებით რუსეთში გაიყვანეს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია და უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას მალე შეძლებენ.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ და შევძლებთ დავიცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. ამას მოწმობს ყოველდღიური გამარჯვებები ფრონტზე და ათობით გათავისუფლებული ქალაქი და სოფელი. რუსები იტაცებენ ხალხს. მილიონ ექვსას ათასზე მეტი უკრაინელი უკვე დეპორტირებულია. ისინი რუსეთის სხვადასხვა ოლქში არიან მიმოფანტულები. ბევრ მათგანს საბუთები წაართვეს, ბევრმა მათგანმა გაიარა ოკუპანტების საშინელი ბანაკები, სადაც მათ დასცინოდნენ და აშინებდნენ“, - აცხადებს ზელენსკი.

myquiz