რომელ ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი? | Allnews.Ge

რომელ ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვარზე ბირთვული იარაღის მზადყოფნის შესახებ ბრძანება გასცა. გაფრთხილება ამის შესახებ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკვე მიიღეს.

ბირთვული კატასტროფის საფრთხის ზრდის პარალელურად უფრო მეტად იზრდება ინტერესი, რომელ ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი შეიარაღება და რა მასშტაბის შეიძლება იყოს საფრთხე ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში.

World of Statistics-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტი ქობინი რუსეთს აქვს. სამეულში არიან აშშ და ჩინეთი.

ბირთვული ქობინების (სატყორცნი იარაღი) რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 5 977
  • აშშ - 5 428
  • ჩინეთი - 350
  • საფრანგეთი - 290
  • დიდი ბრიტანეთი - 225

იხილეთ სრულად

myquiz