რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი და გაბედავს თუ არა პუტინი მის გამოყენებას?
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვის შემდეგ, პუტინი, ეტყობა, მანამდე ანექსირებულ ყირიმის ოლქს "მიაბამს“ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებს და მათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლად გამოაცხადებს...
რუსული ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო ბირთვული ქობინი
ეს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ შეაჩერებს უკრაინელების გამათავისუფლებელ ბრძოლას და არც ფრონტის ხაზები მოიშლება, მაგრამ როგორი იქნება კრემლის ბინადარის რეაქცია, თუკი უკრაინელების გაშვებული რაკეტები და გასროლილი ჭურვები უკვე რუსეთის მიერ "ოფიციალურად მიერთებულ ოკუპირებულ“ ტერიტორიებზე ჩამოვარდება?
კრემლი ამას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტევად აღიქვამს და სრულფასოვან ომს გამოუცხადებს უკრაინას, თუ პუტინი მართლაც აასრულებს დაქადნებას და უკრაინას ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაარტყამს?
არავის გვინდა დავიჯეროთ, რომ 21-ე საუკუნის ჰიტლერი-პუტინი გაბედავს ბირთვული, თუნდაც მცირე სიმძლავრის იარაღის გამოყენებას და ეს უფრო მის მიერ გაჟღერებული დიდი ბლეფია, თუმცა მერე მხრივ, ბევრს სჯეროდა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმია ღიად შემოიჭრებოდა საქართველოში ან ყირიმის ნახევარკუნძულს ერთი ტყვიის გასროლის გარეშე "ჩამოაჭრიდა“ და მით უმეტეს ა.წ.-ის 24 თებერვალს ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა უკრაინის წინააღმდეგ?
როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა თავდასხმაზე გადმოდის, ისე უკრაინასთან ომში დამარცხებისკენ მიბრუნებული რუსული არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმაც შეიძლება გადადგას ასეთი საბედისწერო ნაბიჯი და საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო, უფრო კი პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად ტაქტიკური დანიშნულების მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის მიწაზე...
152 მმ კალიბრის საბჭოთა/რუსული ბირთვული საარტილერიო ჭურვის აფეთქების სიმძლავრე 1-2 კილოტონა ტროტილის ექვივალენტია
რას წარმოადგენს ტაქტიკური ბირთვული იარაღი?
ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება განსაზღვრულია საბრძოლო მოქმედებების თეატრში, ფრონტის ხაზზე და მოწინააღმდეგის ახლო ზურგში. მისი სიმძლავრე ტროტილის ექვივალენტით შედარებით მცირეა (განისაზღვრება რამდენიმე ათეული კილოტონით) და მეტი ყურადღება მიზანში მოხვედრის სიზუსტეს ეთმობა.
საბჭოთა ტაქტიკური ბირთვული არსენალიდან (რომელიც ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში და ოცი ათასს აღემატებოდა, საიდანაც 350 ტაქტიკური ბირთვული მუხტი რაკეტის ქობინის, საავიაციო ბომბის, საარტილერიო ჭურვისა და ნაღმის სახით 1989 წლის გაზაფხულამდე საქართველოს ტერიტორიაზეც ინახებოდა) რუსეთს დღეისათვის არანაკლებ ორი ათასამდე ასეთი მუხტი დარჩა, რომელთა დაყენება შეიძლება აერობალისტიკური "ისკანდერებისა" თუ ფრთოსანი "კალიბრების" ქობინებში.
თუკი ჰიროსიმაში ამერიკელების ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრე 18 კილოტონამდე იყო, თანამედროვე რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკური აერობალისტიკური რაკეტა "ისკანდერ მ“-ზე 50 კილოტონაა, ანუ 50 ათასი ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტური სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული ქობინის დაყენება შეიძლება, რომლის ინიცირების შედეგად ყველაფერი განადგურდება არანაკლებ 30 კმ-ის რადიუსში, ამ სიმძლავრის ერთ ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი საშუალო ქალაქის პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია.
30-50 კილოტონა სიმძლავრის ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს ერთი პატარა ქალაქის სრული განადგურება შეუძლია... გააგრძელეთ კითხვა