რამდენმა მამაკაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ? | Allnews.Ge

რამდენმა მამაკაცმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ?

ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა, - ინფორმაციას Новая газета Европа ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ისეთი ატმოსფეროა, რომ ძალოვნებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეუძლიათ დაარწმუნონ პუტინი, დაკეტოს გასასვლელი, “სანამ გვიან არ არის“.

მანამდე, გამოცემა Важные истории წერდა, რომ რუსეთი სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრის ჩასაკეტად ორშაბათს, 26 სექტემბერს ემზადება. ჟურნალისტების ინფორმაციით, აკრძალვა ნაწილობრივი იქნება - მესაზღვრეებს უკვე აქვთ მობილიზებულთა სიები.

საზღვრების ჩაკეტვის შესახებ Медуза-ც წერდა, პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი ვერსიით, საზღვარი 28 სექტემბერს დაიკეტება, გამოცემა Верстка-ს ინფორმაციით კი, მამაკაცებისთვის საზღვარი სექტემბერს ჩაიკეტება.

myquiz