რამდენი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს უკრაინელებმა სექტემბერში? | Allnews.Ge

რამდენი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს უკრაინელებმა სექტემბერში?

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბერში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.

„სექტემბერში, აქტიური მოქმედებების დაწყებიდან, 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. ეს ხელშესახები შედეგი მიღწეულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ წარმატების მიღწევას ხელი შეუწყო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების მიერ გაწეულმა დახმარებამ.

„ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ ეს დახმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz