"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის | Allnews.Ge

"აზოვსტალის" დაცვის მემატიანედ ქცეული ბიჭი თავისუფალია - ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი უკვე შინ არის

21 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, რუ­სეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ ტყვე­ე­ბი გაც­ვა­ლეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან უკ­რა­ი­ნის 215 დამ­ცვე­ლი: სამ­ხედ­რო­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. მათ შო­რის არი­ან ოფიც­რე­ბი, უკ­რა­ი­ნის გმი­რე­ბი, "აზოვსტა­ლის" მცვე­ლე­ბი..." გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ "აზო­ვის" პოლ­კის მე­თა­უ­რი დე­ნის პრო­კო­პენ­კო, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რი (კა­ლი­ნა) და სა­ზღვაო ქვე­ით­თა ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი სერ­გეი ვო­ლინ­სკი (ვო­ლი­ნა). რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ ცნო­ბი­ლი "აზო­ვე­ლე­ბი": პოლ­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი დმიტ­რი კო­ზაც­კი (მეტ­სა­ხე­ლად: "ორეს­ტი") და მე­დი­კი კა­ტე­რი­ნა პო­ლიშ­ჩუ­კი (მეტ­სა­ხე­ლად" "ჩიტი“).

დმიტ­რი არის ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი "აზოვსტა­ლი­დან", რის­თვი­საც მან ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო.

307922647-1226962844552673-447188866523385868-n-67380-1663917733.jpg

“სხვა­თა­შო­რის, ვიდ­რე ტყვე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბი, გი­ტო­ვებთ ფო­ტო­ებს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხით, გაგ­ზავ­ნეთ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტურ ჯილ­დო­სა და ფო­ტო­კონ­კურ­სზე, თუ რა­მეს მო­ვი­გებ, როცა გა­მო­ვალ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა. სულ ესაა. მად­ლო­ბა "აზოვსტა­ლის" თავ­შე­სა­ფა­რო, ჩემი სიკ­ვდი­ლის და სი­ცო­ცხლის ად­გი­ლო", - და­წე­რა დმიტ­რომ ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბამ­დე.

fdq2jxpwqae2ysr-67406-1663917746.jpg

ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლია. და­სუს­ტე­ბუ­ლი კო­ზაც­კი ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. დმიტ­როს დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც დმიტ­რო და კა­ტე­რი­ნა არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბუ­ლი.

myquiz