რამზან კადიროვი - ჩეჩნეთში მობილიზაცია არ განხორციელდება, გეგმას 254%-ით გადავაჭარბეთ | Allnews.Ge

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთში მობილიზაცია არ განხორციელდება, გეგმას 254%-ით გადავაჭარბეთ

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკაში მობილიზება არ განხორციელდება, რადგან მათ უკვე „გეგმას გადააჭარბეს“.

კადიროვის მტკიცებით, უკრაინაში ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში 20 000 ადამიანი მონაწილეობდა და ჩეჩნეთმა „დასახულ გეგმას“ 254%-ით გადააჭარბა.

ამასთან, მას არ დაუზუსტებია, რა გეგმაზეა საუბარი და ვის მიერ არის ის დამტკიცებული.

myquiz